სინდიკატი (ინგლისურად Syndicate) არის მონოპოლიის სახეობა, როდესაც კომპანიები საერთო ინტერესების გარშემო ერთიანდებიან. ხშირად ეს საერთო ინტერესი არის ბაზრების ერთობლივად ათვისება. სინდიკატში გაერთიანებული კომპანიები იურიდიულ და საწარმოო დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ.
განვითარებული ქვეყნების დღევანდელი კანონმდებლობითб სინდიკატის მსგავსი გაერთიანებები და შეთანხმებები იკრძალება, თუმცა ზოგჯერ არალეგალურად, ან კანონის ირიბი დარღვევით მაინც ახერხებენ კომპანიები სინდიკატის რეჟიმში მუშაობას. ფართოდ არის გავრცელებული კრიმინალური სინდიკატები, რომლებიც ძირითადად ნარკოტიკით და იარაღით ვაჭრობენ.