სპოტ (ინგლისურად Spot) გარიგება არის რაიმე აქტივის ყიდვის ან გაყიდვის ტიპი, როდესაც შესყიდული აქტივი არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა მიეწოდოს მყიდველს. სპოტ გარიგება ყველაზე ხშირად ბანკების მიერ ვალუტით ვაჭრობის დროს გამოიყენება და ის ვალუტით ვაჭრობის ყველაზე სწრაფი გზაა. ამ გზით ბანკები სწრაფად აკმაყოფილებენ კლიენტების მოთხოვნას ვალუტაზე. თუ ვალუტა იმავე დღეს მიეწოდება კლიენტს, ასეთ გარიგებას TOD-ს (ინგლისური სიტყვიდან today – დღეს) უწოდებენ, ხოლო თუ მეორე დღეს მიეწოდება, მაშინ TOM-ს (ინგლისური სიტყვიდან tomorrow – ხვალ).
სპოტ გარიგებების დროს დაფიქსირებულ ვალუტის გაცვლით კურსს სპოტ კურსს უწოდებენ.
როდესაც სავალუტო ოპერაცია ნაღდი გაცვლით ხორციელდება (მაგალითად, სავალუტო ჯიხურებში), ყველა ასეთი ოპერაცია სპოტ გარიგებად მიიჩნევა.
დატოვე კომენტარი