სვიფტი, რომელიც ძირითადად ინგლისური აბრევიატურით – SWIFT არის გავრცელებული, იშიფრება როგორც Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications-ი. დანიშნულების მიხედვით სვიფტი არის ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები იყენებენ ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად. ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გაცვლა კი საჭიროა საბანკო ტრანზაქციებისა და გადახდების (ანგარიშსწორების) განსახორციელებლად. თუ ბანკებს ხელი არ მიუწვდებათ სვიფტზე, მაშინ ამ ბანკების გამოყენებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება რთულდება და ძვირდება.
SWIFT არის ორგანიზაცია, რომელიც 1973 წელს დაარსდა ბელგიაში და ზემოთ აღწერილი მომსახურება შექმნა. სვიფტში დღეს 3,000-მდე ადამიანი მუშაობს და სისტემა 11,000-ზე მეტ საფინანსო დაწესებულებას (არამარტო ბანკებს) ემსახურება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სვიფტის მსგავსი სისტემები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ცოტა მომხმარებელი ჰყავს და ამიტომ ნაკლებად მოსახერხებელია. სვიფტის მეშვეობით დღეში 40 მლნ-მდე გადარიცხვა ხორციელდება.
დატოვე კომენტარი