სვოპ (ინგლისურად Swap) გარიგება არის რაიმე აქტივით ვაჭრობის ტიპი, როდესაც ორ გარიგებას ახორციელებ ერთდროულად, ყიდვას და გაყიდვას, შეძენისთანავე ყიდი აქტივს წინასწარ დადგენილი მომავლის თარიღით და ფასით. სვოპ გარიგება ყველაზე ხშირად ვალუტით ვაჭრობის დროს გამოიყენება. მაგალითად, ბანკში კომპანიას ანგარიშზე აქვს 10,000 აშშ დოლარი და ამავე დროს დასაფარი აქვს მიმდინარე ვალდებულებები ლარში. დავუშვათ, მას არ სურს ანგარიშზე არსებული $10,000 ან მისი ნაწილი ლარში გადაცვალოს, რადგან მომავალში ისევ დოლარში დასჭირდება ეს თანხა. სვოპ გარიგებით აღნიშნულ კომპანიას შეუძლია, ანგარიშზე არსებული დოლარით შეიძინოს ლარი, მომავალში კი წინასწარ განსაზღვრული კურსით დაიბრუნოს დოლარი უკან. სვოპ გარიგება კომპანიას ვალუტის კურსის არასასურველი მიმართულებით ცვლილების რისკისგან აზღვევს.
კომპანიების სვოპ გარიგებებს დებენ როგორც ბანკებთან, ასევე ერთმანეთში, თუ ვალუტებზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნა აქვთ. ხშირად, სავალუტო სვოპს იყენებენ კომპანიები, რომლებიც ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში.
დატოვე კომენტარი