დღეს, მსოფლიოში 2506 მილიარდერია – ასეთია წამყვანი ბიზნესგამოცემის, ამერიკული Forbes-ის ოფიციალური სტატისტიკა. პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის ქართველებიც არიან – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდად, ხოლო ყაზახური ფინტექ-კომპანიის, Kaspi-ს თანადამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება $3.2 მილიარდადაა შეფასებული.
ცხადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგიდან კიდევ არაერთი საინტერესო ტრენდის ამოღება შეიძლება, მათ შორის გენდერული ბალანსისა და წარმომავლობის ტენდენციების, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ხშირად, მედიის ყურადღების მიღმა რჩება – მილიარდერების წლოვანება. მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის საშუალო ასაკი 67.5 წელიწადს, ხოლო მედიანური ასაკი – 66 წელიწადს შეადგენს. ყველაზე მდიდარ მილიარდერებს შორის უხუცესი ოთხმოცდათორმეტი წლის უორენ ბაფეტია, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – ორმოცდაცხრა წლის ლარი პეიჯი.
#1: ბერნარ არნო – 73 წლის
ქონება: $197.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: LVMH
მოქალაქეობა: საფრანგეთი
განათლება: Ecole Polytechnique de Paris, ბაკალავრი
#2: ილონ მასკი – 51 წლის
ქონება: $145 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: University of Pennsylvania, ბაკალავრი
#3: გაუტამ ადანი – 60 წლის
ქონება: $126.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ინფრასტრუქტურა, საბირჟო საქონელი
მოქალაქეობა: ინდოეთი
განათლება: –
#4: ჯეფ ბეზოსი – 58 წლის
ქონება: $111.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: Princeton University, ბაკალავრი
#5: უორენ ბაფეტი – 92 წლის
ქონება: $110.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: University of Nebraska Lincoln, ბაკალავრი; Columbia University, მაგისტრი
#6: ლარი ელისონი – 78 წლის
ქონება: $107.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Oracle
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: University of Chicago, არ დაამთავრა; University of Illinois, Urbana-Champaign, არ დაამთავრა
#7: ბილ გეიტსი – 67 წლის
ქონება: $102.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: Harvard University, არ დაამთავრა
#8: მუკეშ ამბანი – 65 წლის
ქონება: $91.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა
მოქალაქეობა: ინდოეთი
განათლება: University of Mumbai, ბაკალავრი; Stanford University, არ დაამთავრა
#9: კარლოს სლიმი – 82 წლის
ქონება: $86.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია
მოქალაქეობა: მექსიკა
განათლება: Universidad Nacional Autonoma de Mexico, ბაკალავრი
#10: ლარი პეიჯი – 49 წლის
ქონება: $78.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: University of Michigan, ბაკალავრი; Stanford University, მაგისტრი