საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 7%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 15.6%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3%-ით. 7.9%-ით გაძვირდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 128%-ით ნიორი გაძვირდა, შემდეგ მოდის წიწიბურა 74%-ით. ვაშლი 50%-ით გაძვირდა, მარილი 33%-ით. ფილტრიანი სიგარეტი 31%-ით გაძვირდა, უფილტრო 30%-ით. ყველი და ხორცი 21%-ით გაძვირდა.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2019 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | ფასების ზრდა |
ნიორი | 128% |
წიწიბურა | 74% |
საზამთრო | 60% |
ვაშლი | 50% |
ატამი | 36% |
მარილი | 33% |
მანდარინი | 32% |
ჭარხალი | 32% |
ფილტრიანი სიგარეტი | 31% |
ლიმონი | 30% |
ქათმის ბარკლები | 30% |
უფილტრო სიგარეტი | 30% |
ქორწინების ოქროს ბეჭედი | 30% |
მსხალი | 29% |
ქლიავი | 28% |
ყურძენი | 24% |
ფორთოხალი | 22% |
იმერული ყველი | 21% |
ძროხის ხორცის ფარში | 21% |
ხახვი | 21% |
დატოვე კომენტარი