საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 4.9%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის კომუნალური გადასახადები 3.1%-ით. 2.9%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.7%-ით.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 48.7%-ით კომბოსტო გაძვირდა, შემდეგ მოდის მწვანილი 41.4%-ით. ხახვი 17.2%-ით გაძვირდა, ქათმის ხორცი 14.8%-ით, ხორბლის პური კი 13.3%-ით.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | ფასების ზრდა |
კომბოსტო | 48.7% |
მწვანილი | 41.4% |
ქუდი კაცის | 22.1% |
მუზეუმის ბილეთი | 18.2% |
შორი მიმოსვლის მატარებლით მგზავრობა | 17.8% |
ხახვი | 17.2% |
დასწრება სპექტაკლზე | 17.0% |
ქათმის ხორცი | 14.8% |
დასწრება კინოსეანსზე | 14.6% |
ხორბლის პური | 13.3% |
სიმინდის ფქვილი | 13.2% |
შებოლილი თევზი | 13.1% |
გაყინული თევზი | 13.1% |
წიწაკა | 13.0% |
წყლის გადასახდელი | 12.6% |
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები | 12.2% |
ბავშვის საკვები | 11.3% |
გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი | 11.3% |
ქიშმიში | 10.9% |
კოსმეტოლოგის მომსახურება | 10.7% |
დატოვე კომენტარი