საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2017 წლის წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტის (ძირითადად საწვავის) ფასების ზრდა 15%-ით. 8.1%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.3%-ით.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 68%-ით ლიმონი გაძვირდა, შემდეგ მოდის კარტოფილი 47%-ით. ადგილობრივი წარმოების სიგარეტი 45%-ით გაძვირდა, იმპორტირებული 32%-ით. პომიდორი 37%-ით გაძვირდა. საავტომობილო საწვავი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2017 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
| პროდუქცია | ფასების ზრდა |
1 | ლიმონი | 68% |
2 | კარტოფილი | 47% |
3 | ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი | 45% |
4 | ქლიავი | 43% |
5 | ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 42% |
6 | პომიდორი | 37% |
7 | მანდარინი | 35% |
8 | ჭარხალი | 35% |
9 | სტაფილო | 32% |
10 | იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 32% |
11 | დიზელის საწვავი | 30% |
12 | თვითმფრინავით მგზავრობა | 30% |
13 | ბრინჯი | 28% |
14 | გაზის საწვავი | 28% |
15 | ბენზინი | 27% |
16 | ვაშლი | 22% |
17 | საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები | 19% |
18 | ქათმის ბარკლები | 17% |
19 | სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები | 17% |
20 | კიტრი | 17% |