კორონავირუსის პანდემიასთან ერთად როგორც მთელი მსოფლიო, ისევე საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში განაგრძობს ცხოვრებას. ბიზნეს სექტორისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დისტანციური სამუშაო რეჟიმია. ასეთ დროს თანამშრომელთა სტრესის თავიდან არიდება, შესრულებული სამუშაოს ხარიხსისა და კორპორაციული კულტურის შენარჩუნება მთავარი პრიორტიტეტია.
ბილაინის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი, ლელა სალაყაია გვიყვება, თუ როგორ პასუხობენ გამოწვევებს კომპანიაში.
- როდის გადავიდა ბილაინი სრულად დისტანციურ მუშაობაზე და რა გამოწვევები ახლდა თან ამ პროცესს?
– პირველი ნაბიჯი აეროპორტებში მაღაზიების დახურვა იყო, რომელიც საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე გადავდგით. მოგვიანებით, 12 მარტს გაიტესტა მთელი კომპანიის დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მზაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისის თანამშრომელმა სახლიდან განაგრძო მუშაობა. მალევე დავხურეთ ყველა მაღაზია და სატელეფონო ცენტრიც კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ.
- ბილაინის თანამშრომლების რა ნაწილი მუშაობს სახლიდან?
– ბილაინის თანამშრომლების 99% სრულად სახლიდან მუშაობს. დარჩენილ 1%-ში შედიან თანამშრომლები რომლებიც მორიგეობით მუშაობენ მათი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე და ასევე, რამდენიმე ტექნოკოსი, რომლებიც საქმიდან გამომდინარე ადგილზე უნდა იყვნენ.
- როგორ აისახა დისტანციური მუშაობა სამუშაოს შესრულების ხარისხზე, როგორ ხდება ამის შეფასება და კონტროლი?
– რადგან ჩვენთვის ახალი არ არის დისტანციური მუშაობა, ამიტომ შესრულების ხარისხიც არ დავარდნილა. რაც შეეხება სატელეფონო ცენტრის ოპერატორებს, ისინი პირველად მუშაობენ დისტანციურად და სახლიდან პასუხობენ შემომავალ ზარებს. თავიდან, ცოტა უცხო იყო მათთვის ეს პროცესი და ერთი კვირა ადაპტაციას დაჭირდა, რაც მოიცავდა ტექნიკური მხარის ბოლომდე გამართვას თუ სახლში სამუშაო გარემოსთან შეგუებას, მაგრამ მათაც ძალიან კარგად დაძლიეს ეს გამოწვევა და ახლა უკვე ჩვეული შემართებით და ხარისხით ემსახურებიან ჩვენს აბონენტებს.
- რა გზებით და რა სახის კომუნიკაციით ინარჩუნებთ კორპორაციულ კულტურას?
– საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგა მთელი მსოფლიო და თანამედროვე ორგანიზაციების უმეტესობა, მაგრამ სწორედ ეს გამოწვევები ქმნის ახალ იდეებსა და პროდუქტებს. ბილაინი საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრია, ამიტომ ჩვენთვის უცხო არ ყოფილა რეგიონალური ოფისების დისტანციური ჩართვა ყოველთვიურ შეხვედრებზე (Town Hall ), სადაც გენერალური დირექტორი თუ ფუნქციის ხელმძღვანელები აცნობენ თანამშრომლებს მიმდინარე შედეგებს და სიახლეებს როგორც ადგილობრივი, ასევე ჯგუფის მასშტაბით. ახლა სრულიად ონლაინ Town Hall – ის ფორმატზე გადასვლა არ გაგვიჭირვებია, Blue Jeans-ით მშვენივრად ვახერხებთ ამას.
ასეთი ტიპის Town Hall-ები არა მხოლოდ ჩვენს ოპერაციულ კომპანიაში, არამედ ჯგუფის მასშტაბით 10 სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლების მონაწილეობით ხდება და საკმაოდ ინტერაქტიული და საინტერესოა. ცალკე აღვნიშნავ ე.წ. Live-ებს ჩვენს კორპორატიულ სოციალურ ქსელში – workplace-ზე, რომელის მეშვეობითაც გენერალური დირექტორი და ფუნქციების ხელმძღვანელები ახალ და საინტერესო ინფორმაციებს იღებენ და აწვდიან თანამშრომლებს.
ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვართ Workplace -ზე , რაც გამოიხატება COVID-19-თან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით ინფოგრაფიკებით თუ შემეცნებითი ვიდეოების სახით, სხვადასხვა კონკურსებით თუ ჩვენივე თანამშრომლების მიერ მოფიქრებული მუსიკალური ჩელენჯებით, რაც რეალურად უფრო საინტერესოს, სახალისოს და ამავდროულად ოპტიმისტურ ვირტუალურ გარემოს ქმნის. ამ ყველაფერის ძირითადი არსი კი არის ის რომ თანამშრომლები მუდმივ კავშირში ვართ ერთმანეთთან, როგორც ფუნქციების შიგნით, ასევე მთელი კომპანიის მასშტაბით.
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი მაღაზიაში მუშაობდა, რას სთავაზობთ თავისუფალი დროის შესავსებად?
– ბილაინის გუნდის თითოეულ წევრს უფასო წვდომა აქვს Coursera-სა და LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები. ჩვენი თანამშრომლები დიდი ხანია სარგებლობენ ამ შესაძლებლობით, თუმცა ლოგიკურია, რომ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლო პერიოდში.
გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და შესაბამისად ჩვენს გაყიდვების ოფისებს ძალიან ხშირად სტუმრობენ ტურისტები, გადავწყვიტეთ მაღაზიების თანამშრომელთა თავისუფალი დროის შესავსებად შეგვეთავაზებინა ინგლისური ენის გასაუმჯობესებელი კურსები. ისინი ჩვენს მიერ შეთავაზებული კურსებიდან , თავად ირჩევენ მათი ცოდნის შესაბამის კურსს და სწავლობენ ონლაინ სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული პროგრამით როგორც Coursera-ს ასევე LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმაზე. ვფიქრობთ, ამით თავისუფალ დროს სასარგებლოდ და თან სასიამოვნოდ გაატარებენ.
აქვე აღვნიშნავ, რომ მაღაზიების თანამშრომლებსაც სრულად უნარჩუნდებათ ხელფასი – ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი და სწორი გადაწყვეტილებაა კომპანიის მხრიდან.
- დისტანციურმა მუშაობამ დაგვანახა, რომ…
– მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მართლაც ძალიან წარმატებით გაართვა თავი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, მყარი და დადებითი ორგანიზაციული კულტურის პირობებში თანამშრომელთა ოფლაინ ურთიერთობას რეალურ დროსა და სივრცეში ბევრად უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის. ვიმედოვნებ ჩვენც და ყველა სხვა კომპანიებიც მალე დავუბრუნდებით ჩვენს ოფისებს და რეალურ დროსა და სივრცეში გავაგრძელებთ ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას.
დატოვე კომენტარი