რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, TBC ბანკი პროგნოზირებს, რომ რუსეთიდან ტურისტული შემოსავლები 50%–ით 330 მლნ დოლარამდე შემცირდება. მიუხედავად, ამისა ბანკში მიიჩნევენ, რომ ჯამში, 2019 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5%–ით გაიზრდება.
„სეზონურობიდან გამომდინარე ძლიერი ფულადი შემოსულობები რუსულ გავლენას მოკლევადიან პერიოდში შეამცირებს“.
ამასთან, ბანკში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%–ით შემცირდება, რაც ასევე შეამცირებს იმპორტს.
“არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა სანქციებმა ლარის არასტაბილურობა გამოიწვიოს, თუმცა ეროვნული ვალუტის სასარგებლოდ, არაერთი არგუმენტი არსებობს“, – განმარტავენ TBC-ში.
კერძოდ, ლარის კურსზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის სახელდება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, რაც მას შესაძლებლობას მისცემს საჭიროების შემთხვევაში, გაუმკლავდეს ერთდღიან რყევებს.
დატოვე კომენტარი