რა ღირს საწვავი ევროპაში, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში

რა ღირს საწვავი ევროპაში, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,30 ევროს/ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგინს საშუალოდ 1,36 ევროს/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,21 ევროს/ლიტრაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,89 ევროს, დიზელის საწვავი – 1,64 ევროს; ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,84 ევროს, დიზელის საწვავი – 1,43 ევროს ;ისლანდიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს, დიზელის საწვავი – 1,63 ევროს.

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,66 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,76 ევრო, დიზელის საწვავი – 0,65 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,76 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,86 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი – 0,90 ევროს , დიზელის საწვავი – 0,84 ევროს.

აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინის ფასი – 0,47 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,79 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,84 ევროს; დიზელის საწვავი – 0,31 ევროს;

უკრაინაში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.01 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,05 ევროს, დიზელის საწვავი – 0,99 ევროს;

თურქეთში – – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,10 ევროს, დიზელის საწვავი – 1.00 ევროს;

მოლდოვაში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.02 ევროს, დიზელის საწვავი – 0,86 ევროს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.74 ევრო, ანუ 2.4 ლარია. პორტალის globalpetrolprices მონაცემებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი ივნისის პირველ კვირაში დაფიქსირდა – 2.45 ლარი ლიტრზე (0.75 ევრო).

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბენზინის ფასი მეტია, ვიდრე დიზელის, საშუალოდ მათ შორის სხვაობა 10%-ს აღწევს. დღეს მსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი 0.91 ევროა ლიტრზე. საქართველოში ფასი საშუალოდ 0.75 ევროა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი საწვავის ფასი 2.51 ლარსა და 2.78 ლარს შორის მერყეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *