ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს (დაახლოებით 5,23 ლარი), დიზელის საწვავი – 1,67 ევროს (დაახლოებით 5,05 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,79 ევროს (დაახლოებით 5,41 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,72 ევროს (დაახლოებით 5,20 ლარი), დიზელის საწვავი – 1,40 ევროს (დაახლოებით 4,23 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,76 ევროს (დაახლოებით 5,32 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,66 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი), დიზელის საწვავი – 1,56 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,64 ევრო (დაახლოებით 1,98 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,56 ევრო (დაახლოებით 1,69 ლარი), დიზელის საწვავი – 0,54 ევროს (დაახლოებით 1,63 ლარი).
რაც შეეხება საწვავის ფასებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში – 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი), დიზელის საწვავი – 0,78 ევროს (დაახლოებით 2,36 ლარი);
აზერბაიჯანში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,72 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,60 ევროს (დაახლოებით 1,81 ლარი); დიზელის საწვავი – 0,29 ევროს (დაახლოებით 0,88 ლარი);
უკრაინაში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,94 ევროს (დაახლოებით 2,84 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,90 ევროს (დაახლოებით 2,72 ლარი), დიზელის საწვავი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი);
მოლდავეთში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,95 ევროს (დაახლოებით 2,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,91 ევროს (დაახლოებით 2,75 ლარი), დიზელის საწვავი – 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი).
ქვეყანა | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | დიზელი |
რუსეთი | 0,56 ევრო (1,69 ლ) | 0,64 ევრო (1,98 ლ) | 0,54 ევრო (1,63 ლ) |
აზერბაიჯანი | 0,60 ევრო (1,81 ლ) | 0,72 ევრო (2,18 ლ) | 0,29 ევრო (0,88 ლ) |
უკრაინა | 0,90 ევრო (2,72 ლ) | 0,94 ევრო (2,84 ლ) | 0,83 ევრო (2,51 ლ) |
სომხეთი | 0,80 ევრო (2,42 ლ) | 0,83 ევრო (2,51 ლ) | 0,78 ევრო (2,36 ლ) |
მოლდავეთი | 0,91 ევრო (2,75 ლ) | 0,95 ევრო (2,87 ლ) | 0,80 ევრო (2,42 ლ) |
ლატვია | 1,22 ევრო (3,69 ლ) | 1,27 ევრო (3,84 ლ) | 1,13 ევრო (3,42 ლ) |
ლიტვა | 1,20 ევრო (3,63 ლ) | 1,27 ევრო (3,84 ლ) | 1,13 ევრო (3,42 ლ) |
საბერძნეთი | 1,56 ევრო (4,72 ლ) | 1,65 ევრო (4,99 ლ) | 1,34 ევრო (4,05 ლ) |
ნორვეგია | 1,66 ევრო (5,02 ლ) | 1,76 ევრო (5,32 ლ) | 1,56 ევრო (4,72 ლ) |
ნიდერლანდები | 1,72 ევრო (5,20 ლ) | 1,79 ევრო (4,41 ლ) | 1,40 ევრო (4,23 ლ) |
თურქეთი | 1,23 ევრო (3,72 ლ) | 1,23 ევრო (3,72 ლ) | 1,13 ევრო (3,42 ლ) |
იტალია | 1,58 ევრო (4,78 ლ) | 1,66 ევრო (5,02 ლ) | 1,45 ევრო (4,38 ლ) |
გერმანია | 1,40 ევრო (4,23 ლ) | 1,58 ევრო (4,78 ლ) | 1,22 ევრო (3,69 ლ) |
საფრანგეთი | 1,50 ევრო (4,54 ლ) | 1,57 ევრო (4,75 ლ) | 1,42 ევრო (4,29 ლ) |
ესპანეთი | 1,27 ევრო (3,84 ლ) | 1,40 ევრო (4,23 ლ) | 1,17 ევრო (3,54 ლ) |
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს – ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 2,47-2,55 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,33 – 2,46 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 2,24-2,34 ლარი; დიზელი 2,23-2,27 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
დატოვე კომენტარი