მიუხედავად იმისა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, თითო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა, მცირედით $ 318.6-დან $364.2-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ $500-800-ს შეადგენს.
G&T-ის ინფორმაციით, თუკი ჩავთვლით რომ გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლიდან, რომელიც $2.8 მილიარდს შეადგენდა, $2.2 მილიარდი „წმინდა ტურიზმზე“ მოდიოდა (ერთი დღით და ტრანზიტულად შემოსული უცხოელი ვიზიტორების გამოკლებით), გამოვა, რომ თითო ტურისტი ქვეყანაში $632-ს ხარჯავს.
მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითო ტურისტის მიერ დახარჯული თანხის მოცულობა საშუალოდ შემდეგია:
უნგრეთი – $1400
აზერბაიჯანი – $1400
თურქეთი – $900
კვიპროსი – $900
სომხეთი – $750
ჩეხეთი – $750
ლატვია – $700
პოლონეთი – $650
საბერძნეთი – $600
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის ქვეყნის მშპ-ში, მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ეს მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.
დატოვე კომენტარი