ერაივალი, საქართველოში მეტავერს ღონისძიებების წამყვანი სააგენტო, კიდევ ერთ საინტერესო ვირტუალურ ღონისძიებას აანონსებს, თემაზე: “რა ვუყოთ NFT-ებს?”
რიგით მერვე ვირტუალური ღონისძიება Decentraland-ის მეტავერსში, 8 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე (12:00 PM EST) გაიმართება.
“რა ვუყოთ NFT-ებს?” – ღონისძიების მიზანია აუდიტორიას გააცნოს NFT-ტექნოლოგიის ამჟამინდელი და სამომავლო პოტენციალი და მათი როლი თანამედროვე ხელოვნებაში, თამაშებსა და DeFi-ში, ანუ, დეცენტრალიზებულ ფინანსებში.
ვირტუალურ კონფერენციას გაუძღვება 3 ექსპერტი სპიკერი, რომლებიც საკუთარ გამოცდილებებსა და შეხედულებებს გაგვიზიარებენ, განიხილავენ მრავალ წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტს, ინდუსტრიის ტრენდებს და მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებს, რაც ბიზნესებს NFT-ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება.
გაიცანით სპიკერები:
- ჯეს ფორდი – NonFungible.com-ის კორპორაციული ლიდერი.
- ლილი სნაიდერი – მეტავერს მკვლევარი;
- ნატალია საგინაშვილი – ERA 2140-ის მარკეტინგის დირექტორი;
- ბექა ზაქაიძე – Coinswap.ge-ის თანადამფუძნებელი
ღონისძიების მოდერატორი კი Holy Motors-ის კრეატიული დირექტორი – გიორგი ავალიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვირტუალური კონფერენცია ინგლისურ ენაზე გაიმართება, რაც საერთაშორისო მასშტაბით NFT-ებით დაინტერესებულ სტარტაპებსა თუ წარმატებულ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად ჩაერთონ საღამოს მიმდინარეობაში, დასვან საინტერესო კითხვები და მოისმინონ პროფესიონალთა მოსაზრებები.
როგორ დავესწრო ღონისძიებას Decentaland-ში?
ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალურ სივრცეში, Decentraland-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Decentaland-ში, რის შემდეგაც შეძლებენ 3D ავატარის შექმნას და ღონისძიებაში ჩართვას.
მეტავერსში ღონისძიებაზე დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია.
ღონისძიების “რა ვუყოთ NFT-ებს?” ორგანიზატორია ARRIVAL. S
ARRIVAL-ი მეტავერს ღონისძიებების პირველი ქართული სააგენტოა, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში ეხმარება.
თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატარდეს მეტავერსში, დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@arrivalmeta.co