თემურ უგულავა Forbes Entrepreneur–ის 2017 წლის ჯილდოს მფლობელია.
“რადიოქალაქის” პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა” გაიმარჯვა. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. სწორედ “სითი ლოფტი” ფლობს “აჭარა ჯგუფის” სასტუმროებს STAMBA-ს, ROOMS, და ფაბრიკას.
თემურ უგულავა Forbes Entrepreneur–ის 2017 წლის ჯილდოს მფლობელია.
მუხიანში მდებარე “რადიოქალაქის” ყოფილი ტერიტორია აუქციონზე 23 მილიონ ლარად გაიყიდა. კონცეფციის მიხედვით, იქ კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, ფიტნეს სივრცე, საცურაო აუზი, კინოთეატრები, სარეკრეაციო სივრცე, გასართობი ცენტრები, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და კულინარიის სივრცე უნდა მოეწყოს. გამარჯვებულმა 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.
დატოვე კომენტარი