რადისონ ბლუმ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სასტუმროს ბრენდმა, ახალი პროგრამა, #BluRoutes წარადგინა, რომელიც სტუმრებს სარბენი და ველოსიპედის მარშრუტებით მოამარაგებს.
#BluRoutes იწყება და სრულდება სასტუმროსთან. #BluRoutes შექმნილია სტუმრების სამგზავრო რუტინაში მრავალფეროვნების შეტანის მიზნით.
„ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიში ჩვენი მრავალი სტუმრისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ #BluRoutes, რომელიც სტუმრებს ჩვენთან ცხოვრებისას, ფიტნეს-რეჟიმის მოწესრიგებაში დაეხმარება“,- განაცხადა როზე ანდერსონმა, რადისონ ბლუ-ს ბრენდინგის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. „ყოველი მარშრუტი შემუშავდა სასტუმროს თანამშრომლების მიერ, ასე რომ, სტუმარს შეუძლია, იყოს დარწმუნებული, რომ იგი იყენებს სირბილისა თუ ველოსიპედის საუკეთესო მარშრუტს ქალაქში.“
მონაწილე სასტუმროები წარმოადგენენ ერთ ან მეტ მარშრუტს, რომლებიც განსხვავდება სიგრძითა და სირთულით. #BluRoutes-ის ხილვა შესაძლებელია რადისონ ბლუ-ს One Touch-აპლიკაციის მეშვეობით. ახალი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ რადისონ ბლუს სასტუმროების მომსახურებასა და ადგილობრივ ინფორმაციას. სტუმრებს შეუძლიათ, აირჩიონ კონკრეტული სასტუმრო, მონიშნონ ‘Out and About’ მთავარი მენიუდან და იხილონ #BluRoutes. ან უბრალოდ ესტუმრონ სასტუმროს ვებგვერდს (რადისონ ბლუ თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი). სასტუმროს თანამშრომლები სიამოვნებით მიართმევენ სტუმრებს რუკის ამობეჭდილ ვერსიასაც.
რადისონ ბლუ-ს 275-ზე მეტი სასტუმრო მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, აეროპორტებსა და დასასვენებელ კურორტებზეა განლაგებული. საქართველოში, რადისონ ბლუ თბილისსა და ბათუმში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასტუმროებია.
One Touch აპლიკაციის ჩამოსატვირთად, გადადით ბმულზე.
დატოვე კომენტარი