ციფრული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ი აცხადებს, რომ მან ყველა სერვისი “ერთი ჭერის ქვეშ“ მოაქცია. ამ დრომდე კომპანიის მომხმარებლები ევროპის მასშტაბით ბელგიაში დაფუძნებულ Keytrade Bank-ში ხსნიდნენ ანგარიშს, როდესაც Raisin-ში წევრიანდებოდნენ, შემდეგ კი თანხები Raisin-ში გადაჰქონდა.
დღეს კი უკვე Raisin-ის ევროპელ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ანგარიშები ფრანკფურტში არსებულ Raisin Bank-ში გახსნან პირდაპირ.
Raisin-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი თამაზ გიორგაძე ამბობს:
“ინფრასტრუქტურის კონსოლიდაციას ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ მოაქვს, ისევე როგორც ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ევრო ზონაზე, მხოლოდ ერთი კონტრაქტი არსებობს უკვე ბანკებსა და მომხმარებლებს შორის. მესამე მხარე – სხვა ბანკი ამაში აღარ მონაწილეობს. ეს ტრანსსასაზღვრო ბიზნესს უფრო ამარტივებს როგორც ბანკებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა მან.
კომპანიის ევროპელი მომხმარებლები ერთიან სერვისს მიიღებენ მთელ კონტინენტზე, რაც ევროპის ერთიანი ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
დატოვე კომენტარი