საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ აშშ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სავალუტო ბაზარზე. 2013-2016 წლებში ბანკები წელიწადში საშუალოდ 13.5 მილიარდ დოლარს ყიდულობდნენ და 14 მილიარდ დოლარს ყიდდენ. ანუ სავალუტო ბაზარს უფრო მეტ დოლარს აწვდიდნენ, ვიდრე ბაზრიდან ყიდულობდნენ. 2017 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) ბანკებმა 9.5 მილიარდი დოლარი იყიდეს და 10 მილიარდი დოლარი გაყიდეს.
კომერციულ ბანკებს შორის აშშ დოლარით ვაჭრობა (რომელიც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მეშვეობით ხორციელდება და ლარის ოფიციალური კურსის განსაზღვრის საფუძველია) წელიწადში 1.2-დან 2.2 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს. 2017 წლის მონაცემებს თუ სამუშაო დღეებზე გადავთვლით, გამოვა, რომ ბანკებს შორის ყოველდღიურად 6 მლნ დოლარის ყიდვა-გაყიდვა ხდება. რამდენ დოლარს შეისყიდიან ბანკები ერთმანეთისგან, ამას ბანკების მიმართ დოლარზე მოთხოვნა განსაზღვრავს.
2017 წლის 9 თვეში ბანკებმა ერთმანეთისგან შეიძინეს 1.1 მილიარდი დოლარი, არარეზიდენტი კომერციული ბანკებისგან 3.2 მილიარდი დოლარი, ხოლო იურიდიული და ფიზიკური პირებისგან 5.1 მილიარდი დოლარი.
ცხრილი: ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგები, მლნ აშშ დოლარი
| ბანკების მიერ ნაყიდი დოლარი | ბანკების მიერ გაყიდული დოლარი | ||||||||
სულ | სებ–ის სავალუტო აუქციონზე | კომერც. ბანკებიდან | არარეზ. ბანკებიდან | იურდ. და ფიზ. პირებისგან | სულ | სებ–ის სავალუტო აუქციონზე | კომერც. ბანკებზე | არარეზ. ბანკებზე | იურდ. და ფიზ. პირებზე | |
2013 | 14,120 | 240 | 1,554 | 5,688 | 6,638 | 14,333 | 540 | 1,554 | 6,272 | 5,967 |
2014 | 13,164 | 300 | 2,017 | 4,478 | 6,370 | 13,645 | 200 | 2,017 | 4,966 | 6,462 |
2015 | 12,694 | 287 | 1,189 | 5,962 | 5,256 | 13,435 | 1,189 | 6,760 | 5,486 | |
2016 | 14,152 | 280 | 2,155 | 5,841 | 5,877 | 14,570 | 278 | 2,155 | 6,387 | 5,749 |
2017 | 9,452 |
| 1,085 | 3,239 | 5,128 | 10,014 | 130 | 1,085 | 3,395 | 5,405 |
იან | 1,246 | 97 | 723 | 426 | 1,243 | 97 | 693 | 453 | ||
თებ | 1,102 |
| 86 | 539 | 478 | 1,115 | 86 | 537 | 492 | |
მარ | 1,268 | 106 | 543 | 619 | 1,431 | 106 | 621 | 704 | ||
აპრ | 756 | 85 | 294 | 377 | 838 | 20 | 85 | 333 | 400 | |
მაი | 1,018 | 136 | 252 | 630 | 1,198 | 136 | 334 | 728 | ||
ივნ | 1,210 | 157 | 367 | 685 | 1,183 | 70 | 157 | 293 | 662 | |
ივლ | 934 | 141 | 171 | 622 | 941 | 141 | 200 | 600 | ||
აგვ | 937 | 135 | 147 | 655 | 1,005 | 40 | 135 | 179 | 650 | |
სექტ | 980 | 140 | 204 | 636 | 1,060 | 140 | 204 | 716 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი