საქართველო, ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა.
მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ეკონომიკაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სისტემისადმი ნდობა მაღალი არაა, – ასეთია მსოფლიოს ეკონომიკური ფორიმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც, აშშ ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის მეთვრამეტე ადგილზეა.
უკვე მეორე წელია ამ კატეგორიაში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, სამეულში შედიან კანადა და სინგაპური.
სიაში საქართველო 76-ე ადგილზეა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7-დან 4.8-ა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. კერძოდ, 1 წლის წინ საქართველო რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო. შემცირდა ქვეყნის სარეიტინგო ქულაც და ის 5-ის ნაცვლად წელს 4.8-ა.
ამ კომპონენტში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, რომელიც 75-ე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის დასმულ შემდეგ კითხვაზე პასუხით შედგა: “როგორ შეაფასებდით თქვენი ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობას/მდგრადობას?”. 7 ქულიდან 1 მიუთითებს, რომ ბანკები რეკაპიტალიზაციას საჭიროებენ, 7 ქულა კი მიუთიტებს, რომ ბანკების კაპიტალიზაცია მაღალია.
დატოვე კომენტარი