საზღვაო ტრანსპორტზე გლობალური საერთაშორისო ვაჭრობის 90% მოდის, საქართველო საზღვაო სატრანსპორტო ქსელში სულ ორი პორტით, ბათუმისა და ფოთის პორტით არის წარმოდგენილი. პორტების გარდა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ყულევსა და სუფსაში მდებარე ორი მსხვილი ნავთობტერმინალიც. 2021 წლის 8 თვეში ამ პორტებსა და ტერმინალებში სულ 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. 2020 წელს კი პორტებმა სულ 16.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარეს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%- ით ნაკლები იყო.
საქართველოს პორტებისა და ნავთობტერმინალების უდიდეს ნაწილს 2020 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. ამ კომპანიების შემოსავლები გასულ წელს 700 მილიონ ლარს აღემატებოდა. მათ შორის, როგორც გადაზიდული ტვირთების მოცულობით (7.4 მლნ ტონით), ასევე შემოსავლებით პირველ ადგილზე ფოთის პორტია, სადაც არსებული ოპერატორების მთლიანი ბრუნვა გასულ წელს 460 მილიონ ლარს აღემატებოდა. პორტის ძირითადი ოპერატორია დანიური Maersk ჯგუფის შემადგენლობაში არსებული APM Terminals-ი. მის გარდა, ფოთში ასევე სხვა სატრანსპორტო კომპანიებიც საქმიანობენ, რომლებიც მადნების, ნავთობის თუ სხვა პროდუქტების სატრანზიტო მომსახურებას ეწევიან.
ფოთის პორტი
ტვირთბრუნვის შედეგები 2020 წელს – 7.4 მილიონი ტონა, კლება 13.9%
APM TERMINALS ფოთი | 2020 | 194.6 მილიონი ₾ |
PACE ჯგუფი | 2020 | 96.7 მილიონი ₾ |
Caucasian Metals Terminal | 2020 | 32.7 მილიონი ₾ |
ფოთის მარცვლეულის ტერმინალი | 2020 | 103 მილიონი ₾ |
„ჩენელ ენერჯი ფოთი“ | 2020 | 18.5 მილიონი ₾ |
„სოფმარ“ | 2020 | 17.3 მილიონი ₾ |
ბათუმის პორტი
გადაზიდული ტვირთების მოცულობა – 3.5 მილიონი ტონა, ზრდა 9.4%
ბათუმის საზღვაო ნავსადგური | 2020 | 50.5 მილიონი ₾ |
ბათუმის ნავთობტერმინალი | 2020 | 11 მილიონი ₾ |
ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი | 2020 | 35.7 მილიონი ₾ |
„ვიბროდიაგნოსტიკ“ | 2020 | 9.5 მილიონი ₾ |
ბათუმისა და ფოთის პორტებში ასევე საქმიანობს კომპანია შპს „ემეს სი ჯორჯია“, რომელიც საკონტეინერო ტვირთების საერთაშორისო ოპერატორია. მისმა შემოსავალმა 2020 წელს 99.7 მილიონი ლარი შეადგინა.
ყულევის ტერმინალი
- ყულევის ტერმინალის გავლით 2020 წელს 1.7 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, მისი წარმადობა 6%-ით გაიზარდა.
- ყულევის ტერმინალის ოპერატორია შპს „შავი ზღვის ტერმინალი“, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 55.7 მილიონი ლარი იყო. ფირმა SOCAR-ის მფლობელობაშია.
სუფსის ნავთობტერმინალი
- სუფსის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2020 წელს 4.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა, ტერმინალის დატვირთვა 13.5%-ით გაიზარდა;
- ნავთობტერმინალის მფლობელია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
საქართველოს პორტების ძირითადი ოპერატორები ენერგოკომპანიები არიან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერატორია ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზტრანსოილი“. ყულევის ტერმინალის ოპერატორია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ი, სუფსის ტერმინალის ოპერატორი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა. მართალია, ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორიც ენერგოკომპანია არ არის, თუმცა პორტში არსებული ნავთობტერმინალის „ჩენელენერჯის“ ოპერატორი კომპანია Petrocas Energy International-ია.
დატოვე კომენტარი
An intriguing discussion is definitely worth comment. There’s no doubt that that you should write more on this issue, it may not be a taboo subject but generally folks don’t talk about such issues. To the next! Cheers!!
A motivating discussion is definitely worth comment. There’s no doubt that that you should publish more on this issue, it might not be a taboo matter but usually folks don’t discuss such subjects. To the next! Kind regards!!
You made several good points there. I did a search on the theme and found most persons will consent with your blog.
That is a good tip particularly to those new to the blogosphere. Brief but very precise information… Thank you for sharing this one. A must read article!
I appreciate you sharing this article.Really thank you! Great.
Major thankies for the article.Thanks Again. Want more.