რამდენით გაძვირდა სურსათი ბოლო 7 წელიწადში - დეტალური ჩამონათვალი

რამდენით გაძვირდა სურსათი ბოლო 7 წელიწადში - დეტალური ჩამონათვალი

საქსტატის ინფორმაციით ბოლო 7 წელიწადში საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 33%-ით გაძვირდა. რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შანაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ.

ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა – 95%-ით, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა. ასევე თითქმის გაორმაგდა მწვანე ლობიოს და ნივრის ფასი.

78%-ით გაძვირდა ბავშვის საკვები. მაგალითად, თუ 2012 წლის სექტემბერში თვის განმავლობაში ბავშვის საკვების საყიდლად 300 ლარი იყო საკმარისი, ეხლა 534 ლარია საჭირო.

50%-ზე მეტად გაძვირდა ასევე წიწაკა, ხახვი, კარტოფილი, ბრინჯი, ატამი, ფორთოხალი და თევზის კონსერვი.

ხორბლის ფქვილი 39%-ით არის გაძვირებული, პური 20%-ით, ყველი 38%-ით, რძე 35%-ით, ხორცი 33%-ით, ლობიო 30%-ით, პომიდორი 28%-ით, კვერცხი 15%-ით.

ცხრილი: ბოლო 7 წელიწადში გაძვირებული სურსათის მაჩვენებლები

slide37    slide40 

                                    slide39

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *