რამდენს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური გიგანტები ერთ წუთში

რამდენს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური გიგანტები ერთ წუთში

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მუდმივად იცვლება. ბოლო პერიოდში ბევრი მათგანი რეკორდულ ნიშნულებსაც კი აღწევს. პანდემიის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ონლაინ სფეროზე მოთხოვნა, რამაც  ე.წ. FAATMAN-ის (Facebook, Amazon, Apple, Tesla, Microsoft, Alphabet, Netflix.) აქციების ფასებზეც დადებითად იმოქმედა. ამ ეტაპზე, FAATMAN-ის აქციების საერთო ფასი $8 ტრილიონს აღემატება.

საინტერესოა თუ რამდენს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური გიგანტები ერთ წუთში.

Facebook

მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკური სფეროს ყურადღებასაც იპყრობს, Facebook-ის აქციების ფასები მატებას განაგრძობს. ბოლო კვარტალი Facebook-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა $27 მილიარდს მიაღწია და ყოველთვიურად ფლაგმანურ პლატფორმაზე საშუალოდ 2.8 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მასპინძლობდა.

Facebook-ი 1 წუთში 213,628 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

Alphabet

Alphabet-მა 2020 წელს $182 მილიარდის შემოსავალი მიიღო, შემოსავლებში კი $20 მილიარდი YouTube-დან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ Google-ის საძიებო სისტემას ყოველდღიურად დაახლოებით 4 მილიარდჯერ იყენებენ, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია.

Alphabet-ი (Google) 1 წუთში $433,014-ს გამოიმუშავებს.

Amazon

მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, კომპანია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, 2020 წელს Amazon-ის შემოსავლებმა იაპონიიდან $20 მილიარდი, გერმანიიდან კი $29 მილიარდი შეადგინა.

Amazon-ს წუთში ყველაზე მეტს, $955,517-ს გამოიმუშავებს.

Tesla

ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი ახალ სიმაღლეებს მარტივად იპყრობს. S&P 500-ზე წარმატებულმა დებიუტმა მისი დამაარსებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის გააწევრიანა.

Tesla-ს მიერ გამომუშავებული თანხა 1 წუთში $81,766-ს უტოლდება.

Microsoft

Microsoft-ი $1.75 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, ტექნოლოგიური სფეროში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. Microsoft-ი მოიცავს შემდეგ კომპანიებს: Bing, LinkedIn, Xbox და ქლაუდის სერვისის კომპანიას Azure.

Microsoft-ის შემოსავალი 1 წუთში $327,823-ს უდრის.

Apple

Apple-მა, რომელიც მხოლოდ მობილური ტელეფონების მწარმოებელი აღარაა, 2021 წლის პირველ კვარტალში სერვისის სეგმენტიდან $15.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება, როგორც Mac-დან, ასევე iPad-დან მიღებულ შემოსავალს (თითოეულიდან მიღებული მოგება $8 მილიარდი).

Apple, $2,473 ტრილიონით მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა. Apple-ის შემოსავალი კი ერთ წუთში $848,090-ს უდრის.

Netflix

პანდემია განსაკუთრებით წარმატებული Netflix-ისთვის აღმოჩნდა. ონლაინ სტრიმინგ სერვისს 2020 წელს 52 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა და ჯამში 203 მილიონი მომხმარებელი გააერთიანა. Netflix-ი ასევე დომინირებს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც 2021 წელს 42 ნომინაციით იყო წარდგენილი.

Netflix-ის შემოსავალი ყოველ წუთში $50,566-ით იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *