რას მოგცემთ სინამდვილეში ახალი საპენსიო სისტემა

რას მოგცემთ სინამდვილეში ახალი საპენსიო სისტემა

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. 40 წლამდე მოქალაქეებისთვის დაზოგვა სავალდებულო, 40 წელზე უფროსებისთვის კი ნებაყოფლობითი იქნება. საპენსიო სააგენტოში მთლიანი ხელფასის 6% გადაირიცხება. საბანკო ანაბრისგან განსხვავებით, სადაც განთავსებულ ფულზე მკაფიოდ იცით, თუ რა სარგებელს იღებთ, საპენსიო ანგარიშის შესახებ ასეთი ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ანგარიში, რომელიც მთავრობამ თქვენ დაუკითხავად გაგიხსნათ და რომელშიც თქვენ დაუკითხავად რიცხავს თანხას.

ის, თუ რა პენსიებს აიღებთ 40–წლიანი შენატანების შემდგომ ყოველთვიურად მომავალში, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ფაქტორებია ხელფასების ზრდის საშუალო ტემპი, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ფონდის მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. გაკეთებულია დაშვება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თანხისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი 4.5% იქნება.

40 წლის შემდგომ, საშუალო დასაქმებულის ყოველთვიური პენსია 1073 ლარი იქნება. ეს რიცხვი სინამდვილეში არაფერს ნიშნავს, რადგანაც საუბარია არა დღევანდელ, არამედ 40 წლის შემდგომ ლარებზე. ამ თანხის დღევანდელი ღირებულების სანახავად მისი ინფლაციით გასწორებაა აუცილებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *