რას ველით მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკაში?

რას ველით მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკაში?

მიმდინარე კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპირებს განახლებული გლობალური პროგნოზის გამოქვეყნებას. როგორც მოსალოდნელია, ივნისის თვის პროგნოზი იქნება გაცილებით ცუდი წინა პროგნოზთან შედარებით. აღნიშნულ მონაცემს ქვეყნების მთავრობები მოუთმენლად ელოდებიან. გარდა ამისა, მოსალოდნელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნება ევროპასა და ამერიკაში. ამასთან, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა დღიური მონაცემების ზრდის გამო, ელოდებიან, ეკონომიკური მოლოდინების გაუარესებასაც.

COVID-19-ის გაზრდილი სტატისტიკა აშშ-ში

აშშ-ის რამდენიმე შტატში კოვიდ-ინფიცირების დღიური შემთხვევები გაიზარდა, ძირითადად ეს ეხება სამხრეთ და დასავლეთ შტატებს, რაც ანალიტიკოსების მოლოდინით გამოიწვევს ბაზარზე გაურკვევლობას. შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია, ეს მიმდინარე კვირას გამოჩნდება. გასულ კვირას კი ფედერალური სარეზერვო სამსახურის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შეკავება ვერ მოხერხდა, მაშინ ეს „შათდაუნის“ გახანგრძლივებას გამოიწვევს, ხოლო ბოლო პერიოდის დადებითი ტენდენცია უმუშევრობის დონის შემცირების შესახებ უარყოფითი გახდება.

გლობალური რეცესია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე კვირას განახლებულ გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს გამოაქვეყნებს. აპრილში IMF-მა განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. მაშინდელი პროგნოზით, მოსალოდნელი იყო ეკონომიკის 3%-იანი კლება. ახლა კი ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა გიტა გოფინათმა განაცხადა, მსგავსი  კრიზისი მსოფლიოს ამ დრომდე არასოდეს გამოუცდია.

ევროზონა

ევროზონაში დღეს მომხმარებელთა ნდობის ინდექსი გამოქვეყნდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ თუ რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებელთა დამოკიდებულებების აღდგენა, მაშინ როდესაც მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გახსნილა. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია მომხმარებელთა მიერ ხარჯვის მოცულობის გასაზომად. ამასთან, მიმდინარე კვირას ევროზონის და დიდი ბრიტანეთის საქმიანი აქტიურობის ინდექსიც გახდება ცნობილი. წინა თვის ინდექსმა აჩვენა, რომ წარმოების და მომსახურების სექტორები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან კლებას განიცდიდნენ, ვნახოთ რა მონაცემები იქნება ივნისის თვეში.

განახლებული სტატისტიკა 

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელსაც მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ: აშშ-ი გამოაქვეყნებს მშპ-ს პირველი კვარტლის მონაცემებს, სადაც ელოდებიან მნიშვნელოვან კლებას. ქვეყანაში ასევე მოსალოდნელია უძრავი ქონების გაყიდვების განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნებაც.

გერმანიასა და იტალიაში კი ბიზნესის მოლოდინების შესახებ გახდება ცნობილი, რაც მთავრობებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო გახდება. საინტერესო იქნება ასევე საფრანგეთში სამუშაოს მაძიებელთა განახლებული მონაცემები, რაც შექმნის საერთო სურათს, თუ რამდენად მძიმედ აისახა პანდემია უმუშევრობის დონეზე.

იტალიაში კი არაევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ბალანსის შესახებ ახალი მონაცემები გამოქვეყნდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია იტალიაში მომხმარებელთა ნდობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაც. საფრანგეთში გამოკითხული ბიზნესების ინდუსტრიული აქტივობის მონაცემები იქნება ცნობილი. მონაცემებს 4000 ფრანგ ბიზნეს ლიდერის გამოკითხვის საფუძველზე ადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სექტორს მოიცავს.

Nike-ის შემოსავლები

მიმდინარე კვირას ელოდებიან სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდის NIKE-ს შემოსავლების შესახებ მაჩვენებლების გამოქვეყნებას. კერძოდ. Nike-ის ფისკალური წელი მაისში მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება პირველი კომპანია, რომელიც მიღებულ მოგებაზე გასაჯაროების მონაცემებს. მოსალოდნელია რომ მის მონაცემებში უარყოფითი ზეგავლენა ექნება აშშ-ში აპრილი-მაისის „ლოკდაუნს“, ხოლო დადებითი გავლენა ექნება ჩინეთში ამავე პერიოდში გაყიდვების განახლებას.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *