რას ვყიდით ევროკავშირში - საქართველოს 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

რას ვყიდით ევროკავშირში - საქართველოს 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია 1995 წლიდან მოიპოვება. 1995 წელს საქართველოს ექსპორტი 155 მლნ დოლარი იყო, საიდანაც იმდროინდელი ევროკავშირის ქვეყნებზე 7 მლნ დოლარი მოდიოდა (4.5%). ამის შემდეგ საქართველოს ექსპორტიც გაიზარდა და ევროკავშირის ქვეყნების რაოდენობაც. 2003 წელს საქართველოს ჯამური ექსპორტი 461 მლნ დოლარი იყო, საიდანაც 78 მლნ დოლარი მოდიოდა ევროკავშირზე (17%). 2013 წელს ჯამური ექსპორტი 2.9 მლრდ დოლარი იყო, ევროკავშირის წილი კი 607 მლნ დოლარი (21%). 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 612 მლნ დოლარის საქონელი შევიდა, რაც ამავე პერიოდის ჯამური ექსპორტის 12%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებულია და მასში ევროკავშირის 27 ქვეყანას მაღალი წილი არ უჭირავს, საინტერესოა, ძირითადად რა გადის საქართველოდან ევროკავშირში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა იმასაც გულისხმობს, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზარს თანდათან კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს. გაგაცნობთ უმსხვილეს 10 სასაქონლო ჯგუფს, რომლებზეც ევროკავშირში ექსპორტის 77% მოდის. ინფორმაციის წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია (საქსტატი).

10. მინერალური და მტკნარი წყლები

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 9.6 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. მინერალური და მტკნარი წყლების ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 8.3%-იანი წილი უჭირავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 6.4 მლნ დოლარის ღირებულების ქართული მინერალური და მტკნარი წყლები ლიეტუვაში გაიყიდა. შემდეგ მოდის გერმანია 1.7 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

ლიეტუვა

6.4

გერმანია

1.7

ლატვია

0.6

კვიპროსი

0.2

ბულგარეთი

0.2

მონაცემთა წყარო: საქსტატი

9. მერქანი და მისი ნაწარმი

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 9.8 მლნ დოლარის მერქანი და მისი ნაწარმი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. მერქნისა და მისი ნაწარმის ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 29%იანი წილი უჭირავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 2.4 მლნ დოლარის ღირებულების ქართული მერქანი და მისი ნაწარმი იტალიაში გაიყიდა. შემდეგ მოდის პორტუგალია 2 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა მერქნისა და მისი ნაწარმის ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

იტალია

2.4

პორტუგალია

2.0

ჩეხეთი

1.2

ესტონეთი

1.1

საბერძნეთი

0.8

მონაცემთა წყარო: საქსტატი

8. ტექსტილის ნაწარმი

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 15.9 მლნ დოლარის ტექსტილის ნაწარმი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლებია. ტექსტილის ნაწარმის ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 79%-იანი წილი უჭირავს. ტექსტილის ნაწარმი ძირითადად ტანსაცმლის თარგებსა და ტომრებს მოიცავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი 9 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ტექსტილის ნაწარმი პოლონეთში გაიყიდა. შემდეგ მოდის ბულგარეთი 2 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა ტექსტილის ნაწარმის ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

პოლონეთი

9.0

ბულგარეთი

2.0

ჩეხეთი

1.0

ბელგია

0.8

ნიდერლანდები

0.7

მონაცემთა წყარო: საქსტატი

7. ტანსაცმელი

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 16.6 მლნ დოლარის ტანსაცმელი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.7-ჯერ მეტია. ტანსაცმლის ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 12% წილი უჭირავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 6.7 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ტანსაცმელი იტალიაში გაიყიდა. შემდეგ მოდის ჩეხეთი 5.3 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა ტანსაცმლის ნაწარმის ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

იტალია

6.7

ჩეხეთი

5.3

ბულგარეთი

1.3

გერმანია

1.1

პოლონეთი

0.5

მონაცემთა წყარო: საქსტატი

6. კვების პროდუქტები

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 22 მლნ დოლარის კვების პროდუქტები შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. კვების პროდუქტების ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 10%-იანი წილი უჭირავს. კვების პროდუქტები ძირითადად ბოსტნეულს, ხილს, ფქვილს, ზეთსა და ზღვის პროდუქტებს მოიცავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 9.3 მლნ დოლარის ღირებულების ქართული კვების პროდუქტები გერმანიაში გაიყიდა. შემდეგ მოდის საფრანგეთი 4.5 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა კვების პროდუქტების ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

გერმანია

9.3

საფრანგეთი

4.5

იტალია

2.0

საბერძნეთი

1.3

პორტუგალია

1.1

მონაცემთა წყარო: საქსტატი

5. ღვინო

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 24.6 მლნ დოლარის ღვინო შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია. ღვინის ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 11.3%-იანი წილი უჭირავს.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 11.7 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო პოლონეთში გაიყიდა. შემდეგ მოდის გერმანია 4.1 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა ღვინის ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

პოლონეთი

11.7

გერმანია

4.1

ლატვია

3.3

ლიეტუვა

1.9

ესტონეთი

1.3

მონაცემთა წყარო: საქსტატი

4. სპირტიანი სასმელები

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 27 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელები შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 34%-ით მეტია. სპირტიანი სასმელების ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 17.6%-იანი წილი უჭირავს. ევროკავშირში ექსპორტირებული სპირტიანი სასმელების 90% ყურძნისგან დამზადებული არაყია.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 15.3 მლნ დოლარის ღირებულების ქართული სპირტიანი სასმელები საფრანგეთში გაიყიდა. შემდეგ მოდის ესპანეთი 5.3 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა სპირტიანი სასმელების ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

საფრანგეთი

15.3

ესპანეთი

5.3

ნიდერლანდები

2.2

ლატვია

1.3

ლიეტუვა

1.0

მონაცემთა წყარო: საქსტატი

3. სასუქები

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 32 მლნ დოლარის სასუქები შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 73%-ით მეტია. სასუქების ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 23.5%-იანი წილი უჭირავს. ევროკავშირში ექსპორტირებული სასუქები ძირითადად ამონიუმის ნიტრატია.

ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 20 მლნ დოლარის ღირებულების ქართული სასუქები რუმინეთში გაიყიდა. შემდეგ მოდის ლიეტუვა 5.1 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა სასუქების ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

რუმინეთი

20

ლიეტუვა

5.1

ესპანეთი

4.3

ბულგარეთი

1.8

იტალია

1.2

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2. თხილი

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 38 მლნ დოლარის თხილი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია.

თხილის ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 57%-იანი წილი უჭირავს. ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე მეტი – 12.3 მლნ დოლარის ღირებულების ქართული თხილი იტალიაში გაიყიდა. შემდეგ მოდის გერმანია 8.6 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ტოპ-5 ქვეყანა თხილის ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

იტალია

12.3

გერმანია

8.6

ესპანეთი

4.9

საფრანგეთი

3.3

პოლონეთი

2.4

მონაცემთა წყარო: საქსტატი

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები

2023 წლის იანვარ­-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში 274 მლნ დოლარის სპილენძის მადნები და კონცენტრატები შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით ნაკლებია. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯამურ ექსპორტში ევროკავშირს 61%-იანი წილი უჭირავს. საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების უმეტესი ნაწილი რეექსპორტია, ანუ საქართველოში შემოდის (ძირითადად სომხეთიდან) და გარკვეული გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე.

2023 წლის 10 თვეში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში განხორციელდა, ბულგარეთში 218 მლნ დოლარის ღირებულების გაიყიდა, ხოლო ესპანეთში – 56 მლნ დოლარის

ევროკავშირის ტოპ-ქვეყნები სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტში

ქვეყანა

მლნ დოლარი

ბულგარეთი

218.0

ესპანეთი

56.0

მონაცემთა წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *