ალბათ დროა, ძველი ინგლისური გამოთქმა შევცვალოთ: დღესდღეობით გამოსახულება ათასი სიტყვა ღირს და, ზოგჯერ, მილიარდი დოლარიც. ხუთი წიგნის პირდაპირმა კინოადაპტაციამ, ინფლაციაზე გადაანგარიშების გარეშე, ბილეთების გლობალურ გაყიდვებში $1 მილიარდს გადააჭარბა. თუ ამას კომიქსების ეკრანიზაციებსაც დავუმატებთ, სია ათამდე იზრდება (უკანასკნელი მაგალითი: “შურისმაძიებლები — ულტრონის ხანა”, რომლის გმირებმაც მაისის დასაწყისიდან $1.2 მილიარდი გამოიმუშავეს).
1973 წლის “ეშმაკის განმდევნელიდან” ($441 მილიონი) მოყოლებული, მხოლოდ 200 ყველაზე გაყიდვად ფილმს შორის წიგნების ეკრანიზაციებმა ბილეთების გაყიდვებიდან ჯამში $33.6 მილიარდი მოაგროვა (ფიქსირებულ დოლარებში). ყველაზე წარმატებული ჟანრი დღეისთვის ახალგაზრდებზე ორიენტირებული მხატვრული ლიტერატურაა. წიგნების 25 ყველაზე შემოსავლიანი ეკრანიზაციიდან 17-ს საფუძვლად ე.წ. “აკნესა და შიშების” ასაკის რომანები დაედო.
დავარქვათ ამას აკნე, შიშები და ალქიმია: ვიღაც ნორჩი ჯადოქრის 2001 წლის დებიუტმა (“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”) $975-მილიონიანი შემოსავალი მოიტანა და წარმოშვა ფრანშიზა, რომელმაც სალაროებიდან კიდევ $7.7 მილიარდი მოაგროვა (სხვა ახალგაზრდული ჰიტები: “შიმშილის თამაშები”, “ბინდი” და კლაივ ლუისის “ნარნიის ქრონიკები”).
ლიტერატურულ პურისტებს შეუძლიათ წუხდნენ მთელი ამ ბავშვური ნაწერების დომინაციაზე, მაგრამ სალაროების ერთ გიგანტს მაინც აქვს შედარებით სერიოზული რეპუტაცია: 1936-ში გამოქვეყნებული მარგარეტ მიტჩელის “ქარწაღებულების” სამი წლის შემდეგ გამოსულმა ეკრანიზაციამ, 2015 წლის დოლარებზე გადაანგარიშებით, მხოლოდ აშშ-ში $1.6 მილიარდი მოაგროვა. მისი გმირები, რეტი და სკარლეტი მაშინდელ კინოში ჰარი პოტერის, ბილბოსა და ალისას ფინანსური ანალოგები იყვნენ.
რომანების ყველა დროის ათი ყველაზე შემოსავლიანი ეკრანიზაცია:
ა
დატოვე კომენტარი