განახლებადი ენერგიის წყაროების კონტექსტში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის პოტენციალი, რომელსაც წყლის ენერგია მისი არასეზონურობიდან და სხვადასხვა ბუნებრივ პირობებზე დამოუკიდებლობიდან გამომდინარე გვთავაზობს. ამგვარად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის ერთ-ერთ ყველაზე მდგრად საშუალებად რჩება.
ჰიდროელექტროსადგურების თემის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების რეიტინგი შევადგინეთ. ჰიდროელექტროსადგურების ათეულიდან – რვა თურქეთში მდებარეობს, ერთი – საქართველოში, ერთი კი – სომხეთში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – მინგეჩაურის კაშხალი, რომლის დადგმული სიმძლავრე 424 მეგავატს შეადგენს, სიაში ვერ მოხვდა.
რეგიონის ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს ატარებს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარე ევფრატზე მდებარეობს. ათათურქის სახელობის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 1992 წელს შევიდა, წლიურად 8900 გიგავატ-საათის სიმძლავრის ენერგიას აწარმოებს. საინტერესოა, რომ კაშხალი, რომელზეც ეს ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.
მეორე ადგილზე მოხვდა ასევე მდინარე ევფრატზე მდებარე ქარაქაიას ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 1987 წელს შევიდა. საინტერესოა, რომ ჩვენს რეიტინგში მდინარე ევფრატი ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი – რეგიონის ათი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურიდან ოთხი სწორედ ამ მდინარეზე არის განთავსებული.
რეგიონის ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ექსპლუატაციაში 1987 წელს შესული ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია, რომელზეც საქართველოს ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 29.8% მოდის.
1 – ათათურქის სახელობის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 2400 MW
გახსნის თარიღი: 1992
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ევფრატი
2 – ქარაიქაიას ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 1800 MW
გახსნის თარიღი:: 1987
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ევფრატი
3- ქებანის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 1330 MW
გახსნის თარიღი: 1974
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ევფრატი
4 – ენგურის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე:: 1300 MW
გახსნის თარიღი:1961-1987
მდებარეობა: საქართველო, მდ. ენგური
5 – ილისუს ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 1200 MW
გახსნის თარიღი: 2018
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ტიგროსი
6 – ალთნქაიას ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 700 MW
გახსნის თარიღი: 1988
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ყიზილ-ირმაქი
7 – ბირეჯიკის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 672 MW
გახსნის თარიღი: 2001
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ევფრატი
8 – დერინერის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 670 MW
გახსნის თარიღი: 2013
მდებარეობა: თურქეთი, მდ. ჭოროხი
9 – სევან-რაზდანის კასკადი
დადგმული სიმძლავრე: 560 MW
გახსნის თარიღი: 1962
მდებარეობა: სომხეთი, მდ. რაზდანი
10 – ოიმაპინარის ჰიდროელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე: 540 MW
გახსნის თარიღი: 1984
მდებარეობა: თურქეთი, მდ. მანავგატი
წყარო: საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი (2020); საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების ჰიდროელექტროსადგურების ჩამონათვალი დადგმული სიმძლავრის მიხედვით; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
დატოვე კომენტარი
Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good.
I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.