რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

წლის დასაწყისიდან  რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე მეტად გაიზარდა. ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა სომხეთმა აჩვენა, სადაც იანვარში მშპ 10,2%-ით გაიზარდა. სომხეთს მოსდევს ყაზახეთი, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 4.7% იყო.  

  • სომხეთი – 10.2%
  • ყაზახეთი – 4.7%
  • ბელარუსი – 4.6%
  • საქართველო – 4.4% 
  • რუსეთი – 2.5%
  • აზერბაიჯანი – 2%  

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოში მშპ-ს ზრდის საშუალო ტემპმა 4.9% შეადგინა. ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე საკუთარი პროგნოზი გააუმჯობესა ISET-მა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2018 წელს “ცუდი სცენარის” შემთხვავში ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, “კარგი სცენარის” შემთხვევაში კი პროგნოზი 5.6%-ია.