წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკის პროგნოზი მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:
- თურქეთი – 5,1%
- საქართველო – 4%
- სომხეთი 3,5%
- მოლდოვა – 3%
- უკრაინა – 2%
- რუსეთი – 1,8%
- ბელორუსი – 1,5%
- აზერბაიჯანი – -0,5%
რაც შეეხება მომდევნო წელს, EBRD-ის პროგნოზით, 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2,7% იქნება. ამასთან, მომდევნო წელს EBRD ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება:
- საქართველო – 4,5%
- სომხეთი – 3,5%
- მოლდოვა – 3,5%
- თურქეთი – 3,5%
- უკრაინა – 3%
- აზერბაიჯანი – 2%
- ბელორუსი – 2%
- რუსეთი – 1,7%
ცენტრალური აზიის რეგიონში მომდევნო წელს ყველაზე სწრაფ ზრდას უზბეკეთში პროგნოზირებენ და ის 6,2%-ს შეადგენს. რეგიონის სხვა ქვეყნების პროგნოზი მომდევნო წლისთვის შემდეგია:
- თურქმენეთი – 5,1%
- ტაჯიკეთი – 5%
- მონღოლეთი – 3%
- ყირგიზეთის რესპუბლიკა – 4,1%
- ყაზახეთი – 3,5%