ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის საკუთრებაში არსებული კომპანია Reliance Industries-ი, ლურჯი წყალბადის „კონკურენტული ღირებულებით“ წარმოებას გეგმავს. კონგლომერატის განცხადებით, $4-მილიარდიანი ღირებულების გაზიფიკაციის აქციების გამოყენებით, თითოეული კილოგრამის ხარჯი $1.2-$1.5-ის ფარგლებში განისაზღვრება.
Reliance-ი თავდაპირველად ნავთობის კოქსის გაზიფიცირებით წარმოებულ სინთეტიკური საწვავის გაზს გამოიყენებს და დასავლეთ გუჯარათის შტატში, ჯამნაგარში არსებული კომპლექსისთვის, მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე, ლურჯ წყალბადს შექმნის. ჯამნაგარში ამბანის კომპანია მსოფლიოში უდიდეს გადამმუშავებელ კომპლექს მართავს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის წარმოების გამოყენება მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე იგეგმება, რაც RIL-ს საშუალებას მისცემს, მინიმალური დამატებითი ინვესტიციებით, ინდოეთში წყალბადის ეკოსისტემის დაარსების ინიციატორი გახდეს. ხოლო მას შემდგომ, რაც სინთეტიკური საწვავის გაზიდან მიღებული წყალბადი მწვანე წყალბადით ჩანაცვლდება, სინთეტიკური საწვავი გაზი სრულად ქიმიკატებად გარდაიქმნება. ათწლეულის დასრულებამდე ამბანი მწვანე წყალბადის წარმოებას კილოგრამზე $1-ად გეგმავს.
გასული წლის გეგმის თანახმად, ინდოელ მილიარდერ მუკეშ ამბანის მფლობელობაში არსებული Reliance-ი, მის ძირითად ბიზნესზე, ნავთობსა და ქიმიკატებზე დამოკიდებულების შემცირებას და სუფთა ენერგიის პროექტებში ინვესტირების გაზრდას გეგმავს. ამბანი კონგლომერატის ნახშირბადნეიტრალურად გარდაქმნას 2035 წლისთვის გეგმავს, რისთვისაც მწვანე ენერგიის პროექტებში $79 მილიარდამდე დაიხარჯება.
დატოვე კომენტარი