Reuters: აშშ ევროპაში ვენესუელური ნავთობის ექსპორტს დაუშვებს

Reuters: აშშ ევროპაში ვენესუელური ნავთობის ექსპორტს დაუშვებს

ცნობილი გახდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტის შესამცირებლად, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ვენესუელური ნავთობის ექსპორტს 2020 წლის შემდეგ პირველად დაუშვებს, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იტალიური Eni-სა და ესპანური Repsol-ისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.

გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასესხო ვალდებულებებისა და ნავთობის გაცვლის პროგრამას აგრძელებს, რომელიც 2020 წლის შუა თვეებში მას მერე შეწყდა, რაც ამერიკის მთავრობამ ვენესუელისადმი დაწესებული სანქციების გაამკაცრეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შერბილებული პოლიტიკა არ შეეხო ამერიკულ Chevron-ს, ინდურ Oil and Natural Gas-სა და ფრანგულ Maurel & Prom SA-ს, რომლებიც ასევე გამოვიდნენ ამ ხელშეკრულებიდან, 2020 წელს.

გამოცემის ინფორმაციით, ნავთობის მოცულობა, რომელსაც Eni და Repsol-ი მიიღებენ, არც თუ ისე დიდია და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ნავთობის გლობალურ ფასებზე გავლენას არ მოახდენს. ამერიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვენესუელური ნავთობის ევროპის რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ამასთანავე, ეს ერთ-ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ს სურს, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს აიძულოს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები განაახლოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელურ ნავთობზე ებმარგო ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში დააწესა, როცა ნიკოლას მადუროს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევა არ აღიარა. ემბარგოს შედეგად, ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ყოველდღიური მაჩვენებელი 300 ათასამდე შემცირდა, მაგრამ მომავალ წელს 760 ათასამდე გაიზარდა. ექსპერტების თქმით, ამგვარი ზრდა ვენესუელასა და ირანს შორის მიღწეული ბარტერული შეთანხმება გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *