Reuters: Carrefour-ი ტაივანში $1.9 მილიარდიან ბიზნესს ყიდის

Reuters: Carrefour-ი ტაივანში $1.9 მილიარდიან ბიზნესს ყიდის

Reuters-ის ინფორმაციით, საცალო გაყიდვების ფრანგული კომპანია Carrefour-ი უახლოეს კვირებში ტაივანში 1.9 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ბიზნესს გაყიდის. ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, სუპერმარკეტების ქსელის მიერ ტაივანში ბიზნესის გასაყიდად მორგან სტენლის დაქირავებას მხოლოდ ანონიმური წყაროები ადასტურებენ. როგორც ცნობილია, გარიგება ზაფხულის შემდეგ უნდა შედგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ფრანგულ კომპანიასა და მორგან სტენლის არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, Carrefour-ი, მათი ინტერესის დასადგენად, უკვე დაუკავშირდა რამდენიმე პოტენციურ მყიდველს, მათ შორის კერძო სააქციო ფირმებსაც. ევროპაში საცალო ვაჭრობის უმსხვილესმა კომპანიამ ივნისში უცხოური შვილობილი კომპანიების შესაძლო გაერთიანებაზე ან დროებით შეჩერებასა და ლიკვიდაციაზე გააკეთა კომენტარი, თუმცა უარყო მათ მიერ რაიმე აქტივის გაყიდვა.

Carrefour-მა სურსათის საცალო ვაჭრობის ქსელი „Welcome Taiwan“ „Asia’s Dairy Farm“-სგან დეკემბერში შეიძინა, რითაც ტაივანში, ე.წ. „ყოველდღიური მოთხოვნების“ მაღაზიების ბაზარზე, მეორე ყველაზე დიდი მოთამაშე გახდა. გარიგება, რომელმაც საწარმოს ღირებულების ჩათვლით 97 მილიონი ევრო მოიცვა, 224 მაღაზიისა და საწყობის შესყიდვას გულისხმობდა. წლის პირველ ნახევარში, ტაივანში Carrefour-ის წმინდა გაყიდვებმა 1.26 მილიარდი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ტაივანში ბიზნესის გაფართობის მიუხედავად, 2019 წელს Carrefour-ი ჩინეთის მაღალკონკურენტული ბაზრიდან გამოვიდა და თავისი ზარალიანი ოპერაციების 80% ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის კომპანია Suning.com-ს მიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *