ელექტროჰიპერქარების ხორვატიულმა მწარმოებელმა, Rimac-მა Tesla-ს მიერ მოპოვებული მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა – მან 412 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. Tesla Model S Plaid-ის რეკორდის 146 ერთეულით გაუმჯობესების შემდეგ Rimac Nevera-მ მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრომობილის ტიტული მოიპოვა.
ცნობისათვის, Rimac Nevera-ს ღირებულება 2.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Tesla Model S Plaid-ი კი 136,000 ამერიკული დოლარი ღირს. ავტომობილის სიჩქარე გერმანიაში Papenburg-ის სატესტო ავტოდრომზე შემოწმდა. აღნიშნული 4-კილომეტრიანი ავტოდრომი მსგავსი ტესტირებებისათვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
Rimac Nevera-ს 4 ელექტროძრავს 1,914 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, რაც კონკურენტებთან კომფორტულ უპირატესობას აძლევს. კორპუსის აგებულება, აეროდინამიკა და ძრავები ავტომობილს ადგილიდან დაძვრაშიც უპირატესობას ანიჭებს.
დატოვე კომენტარი