რიო დე ჟანეიროში აგვისტოში გასამართი XXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარით გაიზარდა. Bloomberg–ი, საორგანოზაციო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ამის მიზეზი ელექტროენერგიის საფასურის ზრდაა. ამ ცვლილების შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ხარჯები 9,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რიო დე ჟანეიროს მერის, ადუარდუ პაესას თქმით, ხარჯების 60% საჯარო ფართების, შენობების და სათამაშო არენების, მათ შორის ელეტროენერგიის ხარჯები კერძო სექტორზე მოდის. ქალაქის, შტატის და ფედერეალური ხელისუფლება ხარჯების მხოლოდ 40%ს გაიღებს.
ხარჯების ზრდა 1991 წლის შემდეგ ბრაზილიის ეკონომიკის ყველაზე მასშტაბური რეცესიის ფონზე ხდება. 26 იანვარს ბრაზილიის მთავრობამ განაცხადე, რომ 2015 წელს ქვეყნის ვალი 21,7%ით (121,5 მილიარდი დოლარით) გაიზარდა და 681 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბრაზილია ასევე შევიდა იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთა ეკონომიკის მიმართ მოლოდინები 2016 წელს ყველაზე უარყოფითია. XXI ზაფხულის ოლიმპიური თამშები 5 აგვისტოს გაიხსნება.
დატოვე კომენტარი