PMI Science-მა, რომელიც თამბაქოს პროდუქტების გლობალური მწარმოებლის “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” სამეცნიერო მიმართულებას წარმოადგენს, “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ახალი სამეცნიერო შეფასებები წარადგინა.
საუბარია PMI-ის მიერ შექმნილ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებზე, რომლებიც მსოფლიოს 64 ბაზარზე IQOS-ის ბრენდით არის კომერციალიზებული.
PMI Science-ის მიერ წარდგენილი უახლესი მონაცემების თანახმად, მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს იყენებდნენ, წარსულში ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებლები იყვნენ. მაგალითად, იტალიის ბაზარზე ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევის მიხედვით, IQOS-ის მომხმარებელთა 98.2% ამ პროდუქტის მოხმარების დაწყებამდე სიგარეტს მოიხმარდა. გერმანიის ბაზარზე ეს მაჩვენებელი 97.6%, ხოლო იაპონიის ბაზარზე კი 97.5% იყო. PMI Science-ი მომხმარებელთა კვლევის მიმართულების უფროსი სტივ რულე აღნიშნავს, რომ ეს შედეგები ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ IQOS-ის ძირითადი მომხმარებლები არიან ადამიანები, ვინც წარსულში სიგარეტს ეწეოდნენ.
“წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ძირითადად შემოიფარგლება სრულწლოვანი მოსახლეობის იმ ნაწილით, რომლებიც იქამდე უკვე იყვნენ აქტიური მწეველები.”- განმარტავს სტივ რულე.
მსოფლიოს არაერთი მარეგულირებლის, მათ შორის აშშ- ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) შეფასებით, გასახურებელი თამბაქო ჩვეულებრივი სიგარეტისგან თვისობრივად განსხვავებული პროდუქტია. 2020 წლის ივლისში FDA-მ აღნიშნა, რომ რომ სიგარეტის მოხმარების “უკვამლო“ პროდუქტით სრულად ჩანაცვლება ამცირებს ორგანიზმის დაქვემდებარებას სიგარეტში არსებულ მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე. ამ გადაწყვეტილებამდე გავლენიანი მარეგულირებელი რამდენიმეწლიანი კვლევების შედეგად მივიდა და IQOS-ს მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსი მიანიჭა.
სტივ რულეს თქმით, “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ პროგრამის ფარგლებში მათ IQOS-ის კომერციალიზაცია 6 წლის წინ დაიწყეს და ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგი არის ის, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით “ფილიპ მორისის” გასახურებელი თამბაქოს პროდუქტს მსოფლიოს გარშემო 17.6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, მათგან 70%-მა კი IQOS-ით სიგარეტის მოხმარება სრულად ჩაანაცვლა.
PMI Science-ის სამეცნიერო მრჩევლის, მიქაელ ფრანზონის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები ჩვეულებრივი სიგარეტებისგან განსხვავდებიან, არის ის, რომ ამ პროდუქტებში წვის პროცესი არ მიმდინარეობს, თავად წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი კი მოწევასთან ასოცირებული დაავადებების წარმოშობის განმაპირობებელი ფაქტორია.
“როდესაც თამბაქო იწვის, ამ დროს მასში ფიზიკური და ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს, გამოყოფილ კვამლში კი 6,000 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება შედის, საიდანაც დაახლოებით 100 მოწევასთან ასოცირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს ნივთიერებები მწეველის ორგანიზმში ხვდება. რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მეტია ზემოქმედება ამ ქიმიურ ნივთიერებებთან მიმართებით. ეს ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის დარღვევას, რაც დროთა განმავლობაში უჯრედისა და ქსოვილების დონეზე აისახება. დროთა განმავლობაში ამ დაზიანებების აკუმულირება კი მოწევასთან ასოცირებული დაავადებების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, მოწევა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გამოწვევა,” – აღნიშნავს ფრანზონი.
მიქაელ ფრანზონის განმარტებით სწორედ ამიტომ PMI-იმ მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინა რათა შეექმნა ახალი თაობის ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც წვის პროცესს სრულებით გამორიცხავდა. მისი თქმით, ნაკლები რისკის შემცველი ალტერნატივები მნიშვნელოვან პოტენციალს ატარებენ იმისთვის, რათა მსოფლიოში თამბაქოს ზიანის შემცირებას შეუწყონ ხელი.
თუმცა, ფრანზონი აღნიშნავს, რომ ქვეყნების უმეტესობაში ზიანის შემცირების პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომაა და თამბაქოს კონტროლის სტრატეგიების ხშირად არ აქცევენ სათანადო ყურადღებას სიგარეტის “უკვამლო” ალტერნატივების შესაძლებლობებს. ამ ფაქტორების გამო, უკვე არაერთი წელია
გლობალურად სიგარეტის მომხმარებელთა მთლიანი რაოდენობა თითქმის უცვლელია და 1 მილიარდს შეადგენს.
“თუკი ჩვენ არაფერს არ ვიღონებთ ეს სტატუს კვო უცვლელად შენარჩუნდება და კვლავ 1 მილიარდი ადამიანი გააგრძელებს სიგარეტის მოხმარებას, შესაბამისად იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მოწევასთან ასოცირებული დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება ასევე უცვლელი იქნება,”- აღნიშნავს ფრანზონი.
დატოვე კომენტარი