როგორ გახდა სინდი კროუფორდი მსოფლიოს უმდიდრესი მოდელი

როგორ გახდა სინდი კროუფორდი მსოფლიოს უმდიდრესი მოდელი

ათასზე მეტი ჟურნალის გარეკანითა და $225-მილიონიანი ქონებით ამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი მოდის ინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენელია, თუმცა სუპერმოდელის ქონების დიდი ნაწილი მის სამოდელო საქმიანობას სრულებითაც არ უკავშირდება.

სინდი კროუფორდმა სამოდელო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. სუპერმოდელი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობა გამოჩენილ მოდის სახლებთან და დიზაინერებთან, ასევე სულ მცირე 1,000-ჯერ მოხვდა წამყვანი ჟურნალების გარეკანზე. კროუფორდი ისეთი ბრენდების სახეცაა, როგორიცაა Pepsi და Revlon-ი.

სამოდელო ბიზნესში  ათწლეულების მანძილზე წარმატებული კარიერის მიუხედავად, კროუფორდის მიერ დაგროვებული ქონების დიდი წილი მის კოსმეტიკურ ბრენდს უკავშირდება. კანის მოვლის ანტი-ეიჯ ხაზი Meaningful Beauty კროუფორდმა 2004 წელს დააარსა. $400 მილიონის ღირებულების 17-წლიანი გამოცდილების კომპანიაში მისი წილი 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Meaningful Beauty-ის წლიური შემოსავლით ბრენდმა $100-მილიონიანი მოგება ნახა, 2021 წლის ივნისში კი თმის მოვლის პროდუქციის გამოშვებაც დაიწყო.

როგორც 55 წლის მოდელი აღნიშნავს, მას სურდა შეექმნა რაღაც ისეთი, რაც არასდროს არ გახდებოდა მოძველებული ბაზრისთვის, საბოლოოდ კი არჩევანი ანტი-ეიჯ პროდუქციის წარმოებაზე შეაჩერა. მარკეტინგულ ფირმა Guthy-Renker-ში წილით სუპერმოდელმა საკუთარი ბრენდი კომპანიის დერმატოლოგის დახმარებით ფართო აუდიტორიას გააცნო.

ხუთი წლის განმავლობაში კროუფორდის ანტი-ეიჯ ხაზი Meaningful Beauty მარკეტინგული ფირმა Guthy-Renker-ის მეორე, ყველაზე დიდი სილამაზის ბრენდი იყო და მხოლოდ აკნეს მოვლის ხაზს, Proactiv-ს ჩამორჩებოდა. კროუფორდის კონკურენტებს შორის ასევე არის კაილი ჯენერისა და რიანას კოსმეტიკური ხაზის ცნობილი ბრენდები.

55 წლის ამერიკელი სუპერმოდელის ქონება Forbes-ის მონაცემებით $225 მილიონს უდრის, რომლის დიდი წილი $400-მილიონიანი ბრენდის Meaningful Beauty-ის 50%-იან წილზე მოდის. Forbes-ის 2021 წლის მონაცემებით, სინდი კროუფორდი ამერიკის ყველაზე მდიდარ „სელფ-მეიდ“ ქალების ასეულში შედის.