სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 135 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის თბილისში – 153 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 151 ლარი დაფიქსირდა. PMCG კვლევის მიხედვით, სექტემბერში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა გურია – 74 ლარი და ქვემო ქართლი – 85 ლარი. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 244 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები კახეთში – 336 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 269 ლარი დაფიქსირდა. სექტემბერში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 153 ლარი და გურია – 180 ლარი.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, 5.9%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-22.5%) და აჭარაში (-21.5%) შემცირდა. საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა.
თბილისში კი სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-38.7%) და აჭარაში (-20.4%) შემცირდა. სექტემბერში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში დაფიქსირებულა. თბილისში კი ფასები 0.2%-ით შემცირდა.
2017 წლის ოქტომბერი – 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, თბილისის 3* სასტუმროების ფასმა მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია – 165 ლარი. 3* სასტუმროების ყველაზე დაბალი ფასი თბილისში 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა – 124 ლარი. აღნიშნულ პერიოდში, 3* სასტუმროების მსგავსად, თბილისში 4* სასტუმროების მაქსიმალური ფასი 2017 წლის დეკემბერში – 293 ლარი, ხოლო მინიმალური 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა – 214 ლარი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3, 4, 5 ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად.
დატოვე კომენტარი