როგორ იზრდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები

2017 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ საქართველოში 4,8 პროცენტი შეადგინა. წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4,4%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში სომხეთში ეკონომიკური ზრდა 3.5% იყო, თურქეთში 11.1%, რუსეთში 1.8%, ხოლო უკრაინაში კი 2.1. III კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების 2.3%-ით.

რაც შეეხება ინფლაციას, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.

დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემდეგი იყო:

აზერბაიჯანი – 10.7%
სომხეთი – 2.2
თურქეთი – 11.9%
ევროზონა – 1.4%
რუსეთი – 2.5%
აშშ – 2.2%
უკრაინა – 13.6%