16 ივლისს Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ $151 მილიარდს მიაღწია. ეს ნიშნული რეკორდული იყო არა მხოლოდ ბეზოსისთვის, – ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რაც Forbes პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებას ითვლის 151 მილიარდი დოლარი, არასდროს არცერთი მილიარდერის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
დღის ბოლოს ბეზოსის ქონება შემცირდა და ამჟამად ის $149 მილიარდის მფლობელია. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $45 მილიარდით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთ თვეში კი დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით. Amazon დამფუძნებელი კომპანიის 16%-ს ფლობს, ბოლო წლებში მან კომპანიის აქციების გასხვისებით მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა, ეს ფული კი ახალ კომპანიაში Blue Origin-ში მიმართა, რომელიც რაკეტების აწყობით არის დაკავებული.
როგორ იცვლებოდა ბეზოსის ქონება:
ბეზოსის ქონება 20 წლის წინ – $1.6 მლრდ
10 წლის წინ – $8.2 მლრდ
5 წლის წინ: $28.9 მლრდ
2 წლის წინ: $45.2 მლრდ
1 წლის წინ: $72.8 მლრდ
დატოვე კომენტარი