2017 წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო საცალო ფასი გასამართ სადგურებზე 1,85-2,09 ლარს შეადგენდა ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინის – 2,09-2,19 ლარს ლიტრაზე, ზოლო დიზელის კი 1,94-2,15 ლარს ლიტრაზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ფასი ეტაპობრივად იზრდებოდა თებერვლის თვის ბოლომდე. კერძოდ:, რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,09-2,25 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,29-2,36 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 2,09-2,30 ლარი/ლიტრაზე.
მარტიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს და აგვისტოსთვის რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი ლიტრზე 1,85-2,07 ლარს შეადგენდა, პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი 2,09-2,18 ლარს ლიტრზე, დიზელის საწვავის ფასი კი 1,89-2,04 ლარს ლიტრზე.
აგვისტოდან საწვავის ფასი კვლავ ზრდას იწყებს. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები შეადგენს:
რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,23-2,34 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმ ტიპის ბენზინი – 2,33-2,46 ლარი/ლიტრაზე;
დიზელის საწვავი – 2,33-2,42 ლარი/ლიტრაზე.
საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,64-2,70 ერთეულს, თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარმა ეტაპობრივად გამყარება დაიწყო და აგვისტოს თვეში ის შეადგენდა 2,38-2,40 ერთეულს. ოქტომბრის თვიდან დეკემბრის თვემდე ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და ნოემბრის თვის ბოლოს და დეკემბრის თვის დასაწყისში შეადგენდა 2,70-2,72 ერთეულს. მხოლოდ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დაიწყო ლარმა კვლავ გამყარება და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,54-2,55 ერთეულს.
დატოვე კომენტარი