Apple-ის ახალი სმარტფონების – iPhone 12-ის დიზაინის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც Forbes-ი წერს, iPhone 12 Pro იქნება აღჭურვილი 5G დაბალი ხარისხის შესაძლებლობებით, ხოლო iPhone 12 Pro Max პრემიუმ შესაძლებლობებით. მათ შორის განსხვავება მეხუთე თაობის ინტერნეტის მხარდაჭერის ხარისხში მდგომარეობს. iPhone 12 Pro Max მოდელები გაიყიდება მხოლოდ კორეაში, იაპონიასა და ამერიკაში. ხოლო სხვაგან შედარებით იაფფასიანი და შედარებით დაბალი შესაძლებლობების მქონე 5G ფუნქციონალის მქონე სმარტფონები იქნება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, 4G მხარდაჭერის iPhone 12 Pro-ს ექნება სხვა უპირატესობები. მას ექნება ახალი დიზაინი, განსხვავებული ვიდეოკამერა და სხვა.
რაც შეეხება ახალი სმარტფონების გამოშვებას, რომელიც სექტემბრისთვის იგეგმებოდა, Apple-ში აცხადებენ, რომ მისი გამოშვება გადაიდება. გავრცელებული ცნობით, ის სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ბაზარზე.
დატოვე კომენტარი