ძვირად ღირებული საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Rolex-მა მეორადი საათების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო.
საწყის ეტაპზე სერტიფიკატებს Bucherer-ის მაღაზიაში წარმოდგენილი საათები მიიღებენ. Rolex-ის ოფიციალური სერტიფიკატი იმას გულისხმობს, რომ საათი ნამდვილად ორიგინალია, არ აქვს შეცვლილი დეტალები და მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, სერტიფიკატი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ კლიენტი არ ტყუვდება და ის Rolex-ის ასლს არ ყიდულობს.
Bucherer-ის მაღაზიები ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშია ხელმისაწვდომი. მართალია, სერტიფიცირებული საათების შეძენა მხოლოდ ზემოხსენებულ ქსელში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად პროგრამა სხვა მაღაზიებზეც გავრცელდება.
დატოვე კომენტარი