Rolls-Royce-ის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ძვირადღირებულ მანქანებზე გლობალური მოთხოვნა გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ის ხელმძღვანელი ტორსტენ მიულერ-ოტოვოსი აცხადებს, რომ აზიის, ევროპის და აშშ-ის ბაზრები “ნორმალურ მდგომარეობას“ მეტნაკლებად დაუბრუნდნენ.
საქმე ეხება Rolls-Royce-ის უახლესი მოდელის Ghost-ის წარმოების დაწყებას, რომლის სავარაუდო გასაყიდი ფასი, დაახლოებით, 250,000 ბრიტანული სტერლინგია.
ტორსტენ მიულერ-ოტოვოსის შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 30%-თ შემცირდა და Rolls-Royce-სს რამდენიმე კვირა, როცა კოვიდ-19-ის პიკი იყო, წარმოების შეჩერებაც მოუწია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა “უკეთესობისკენ“ შეიცვალა.
შეგახსენებთ, Rolls-Royce-ის არსებობის 116-წლიანი ისტორიის მანძილზე 2019 წელს გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ისთვის სტრატეგიულ ბაზრებს წარმოადგენს აშშ, ჩინეთი და თავად დიდი ბრიტანეთი, რომელზეც გაყიდვების 10% მოდის.
დატოვე კომენტარი