საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 281 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 6.3%-ით (19 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე. 281 მლნ დოლარი ბოლო 8 წლის პირველი კვარტლის მინამალური მაჩვენებელია.
ინვესტიციები ყველაზე მეტად – 68 მლნ დოლარით საფინანსო სექტორში შემცირდა. შემდეგ მოდის მშენბლობის სექტორი 61 მლნ დოლარით. 38 მლნ დოლარით შემცირდა ინცესტიციები ტრასნპორტის დარგში, 34 მლნ დოლარით მრეწველობაში. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კავშირგაბმულობაში – 76 მლნ დოლარი.
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ირლანდია (133 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (42 მლნ დოლარი) და აშშ (23 მლნ დოლარი). ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციები სავარაუდოდ „აჭარაბეთის“ წილის გაყიდვას უკავშირდება. ინვესტიციები ყველაზე მეტად ირლანდიიდან და თურქეთიდან გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან შემცირდა.
გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
დატოვე კომენტარი