ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ევროზონის ქვეყნების მოსახლეობის შედარებაა მოყვანილი, თუ ვინ რამდენ “ქეშს” ატარებს საშუალოდ. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო სტატისტიკურ ევროპელს, საფულეში 65 ევრო უდევს. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ლიდერი გერმანიაა, სადაც მოსახლეობის საფულეში არსებული ნაღდი ფულის საშუალო რაოდენობა 103 ევროს შეადგენს, ბოლო ადგილზე კი პორტუგალიაა – 29 ევროიანი მაჩვენებლით.
ლიდერი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1) გერმანია – €103
2) ლუქსემბურგი – €102
3) ავსტრია – €89
4) კვიპროსი – €81
5) საბერძნეთი – €80
6) ირლანდია – €69
7) იტალია – €69
8) მალტა – €59
9) ბელგია – €58
10) ლიტვა – €57
დატოვე კომენტარი