რომელ ქალაქებში ხარჯავენ ყველაზე მეტს საერთაშორისო მოგზაურები? | რეიტინგი

რომელ ქალაქებში ხარჯავენ ყველაზე მეტს საერთაშორისო მოგზაურები? | რეიტინგი

მოგზაურობა, განსაკუთრებით კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა ბევრი ადამიანისთვის დიდ ხარჯებთან ასოცირდება. თუმცა მათი ნაწილი მოგზაურობისთვის შეღავათებს არ აწესებს. ასეთი მოგზაურებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ქალაქები, რომელთა მდიდრული არქიტექტურა, გასართობი დაწესებულებები და სავაჭრო ობიექტები მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. სტატიაში წარმოგიდგენთ ქალაქების რეიტინგს, სადაც საერთაშორისო მოგზაურები ყველაზე მეტს ხარჯავენ.

რეიტინგი დაფუძნებულია მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემებზე და ის 2022 წლის მაჩვენებლებს ითვალისწინებს. სტატიაში საუბარია მხოლოდ საერთაშორისო მოგზაურების მიერ გაღებულ ხარჯებზე და რეიტინგი არ მოიცავს შიდა ტურიზმის მაჩვენებლებს.

ათეულში პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე პოპულარული ქალაქი დუბაი იკავებს. 2022 წელს საერთაშორისო ტურისტებისაგან მიღებულმა შემოსავალმა აქ 29.42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილსაც არაბული სახელმწიფოს ქალაქი, კერძოდ კატარის დედაქალაქი, დოჰა იკავებს. გასულ წელს ქალაქში საერთაშორისო ტურისტებმა 16.79 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. რეიტინგში მე-3 პოზიციაზე ინგლისის დედაქალაქი, ლონდონია. ტურისტების დანახარჯებმა 2022 წელს ლონდონში 16.07 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ ჩინეთის სამხრეთით მდებარე ავტონომიური, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი მაკაო ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა ($15.58 მლრდ). ათეულში მე-9 პოზიციაზე შორეული აღმოსავლეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი სინგაპური ($10.97 მლრდ) გვხვდება.

რაც შეეხება ამერიკულ ქალაქებს, ათეულში მხოლოდ ერთი ქალაქი, ნიუ-იორკი გვხვდება, სადაც გასულ წელს საერთაშორისო ტურისტების მიერ გაწეულმა დანახარჯებმა 12.45 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რეიტინგიქალაქიქვეყანა/რეგიონისაერთაშორისო ტურისტებისაგან მიღებული შემოსავალი (2022)
#1დუბაიUAE$29.42 მლრდ
#2დოჰაკატარი$16.79 მლრდ
#3ლონდონიUK$16.07 მლრდ
#4მაკაომაკაოს ა/რ$15.58 მლრდ
#5ამსტერდამინიდერლანდები$13.59 მლრდ
#6სტამბოლითურქეთი$13.13 მლრდ
#7ბარსელონაესპანეთი$12.73 მლრდ
#8ნიუ-იორკიაშშ$12.45 მლრდ
#9სინგაპურისინგაპური$10.97 მლრდ
#10პარიზისაფრანგეთი$9.76 მლრდ

 

როგორც ხედავთ, ინდუსტრია პანდემიის ეფექტებისაგან აღდგენის პროცესს კვლავ განაგრძობს. დარგის ექსპერტების მოლოდინით, წელს საერთაშორისო მოგზაურობა პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. შესაბამისად, ყველაზე პოპულარული ქალაქების შემოსავლები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.