რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები?

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები?

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ტენდენციებზე კვლევა გამოაქვეყნა. 2020 წელს მსოფლიოში თავდაცვაზე 2 ტრილიონ აშშ დოლარამდე დაიხარჯა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 2.6%-ით, ხოლო 2011 წლის მაჩვენებელზე 9.3%-ით მეტია. თავდაცვაზე მსოფლიო ეკონომიკის 2.4% იხარჯება.

2020 წელს ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები აშშ-ს ჰქონდა – 778 მილიარდი დოლარი, რაც აშშ-ს ეკონომიკის მიმართ 3.7%-ია. აშშ-ს სამხედრო ხარჯი მსოფლიო სამხედრო ხარჯების 39%-ია. 2019 წელთან შედარებით, აშშ-მა სამხედრო ხარჯები 4.4%-ით გაზარდა, თუმცა 2011 წელთან შედარებით 10%-ით არის შემცირებული.

მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელმაც გასულ წელს 252 მილიარდი დოლარი დახარჯა. ჩინეთის წილი მსოფლიო სამხედრო ხარჯებში 13%-ია. ბოლო 10 წელიწადში ჩინეთმა სამხედრო ხარჯები 76%-ით გაზარდა.

მზარდია რუსეთის სამხედრო ხარჯებიც, რომელიც 2020 წელს მე-4 იყო მსოფლიოში და ჯამში 62 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. 2019 წელთან შედარებით რუსეთის სამხედრო ხარჯები 2.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი. რუსეთის ეკონომიკის მიმართ სამხედრო ხარჯები 4.3%-ია. რუსეთის წილი მსოფლიო სამხედრო ხარჯებში 3.1%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან ჭრილში აშშ-ს სამხედრო ხარჯები მცირდება, ხოლო რუსეთის იზრდება, 2020 წელს აშშ-მა სამხედრო შეიარაღებაზე და ჯარზე 13-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე რუსეთმა.

სამხედრო ხარჯების მხრივ ტოპ 10 ქვეყანაზე ჯამში 1.5 ტრილიონი დოლარი მოდის, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 75%-ია.

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები აქვთ

 

 ქვეყანა

მილიარდი აშშ დოლარი

მშპ-ს მიმართ

წილი მსოფლიო სამხედრო ხარჯებში

1

აშშ

778

3.7%

39%

2

ჩინეთი

252

1.7%

13%

3

ინდოეთი

73

2.9%

3.7%

4

რუსეთი

61.7

4.3%

3.1%

5

გაერთიანებული სამეფო

59.2

2.2%

3.0%

6

საუდის არაბეთი

57.5

8.4%

2.9%

7

გერმანია

52.8

1.4%

2.7%

8

საფრანგეთი

52.7

2.1%

2.7%

9

იაპონია

49.1

1.0%

2.5%

10

სამხრეთ კორეა

45.7

2.8%

2.3%

წყარო: : SIPRI Military Expenditure Database

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *