რომელ ქვეყნებში აქვთ ოჯახებს ყველაზე დიდი დანაზოგები?

რომელ ქვეყნებში აქვთ ოჯახებს ყველაზე დიდი დანაზოგები?

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ წევრ სახელმწიფოებს შორის, ყველაზე დიდ დანაზოგებს ოჯახები შვეიცარიაში აკეთებენ. 2022 წლის მონაცემებით, საშუალო დანაზოგის მაჩვენებელი შვეიცარიაში 19%-ს უტოლდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (6%).

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს საფრანგეთისა და გერმანიის მონაცემებიც აღემატება. ევროპის ორ მსხვილ ეკონომიკაში ოჯახების დანაზოგების მაჩვენებელი 11%-ს შეადგენს, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში კი თითქმის 2%-ია.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ დანაზოგების გაკეთების საკუთარი მეთოდოლოგია დაადგინა. ის შედგენილია ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლებისა და სოციალური ბენეფიტების და გადასახადების სხვაობის შემდეგ ოჯახის მიერ გადანახული დანაზოგისაგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა წილს წარმოადგენს დანაზოგი ოჯახის გადასახადების შემდგომ შემოსავლებში.

წარმოგიდგენთ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ოჯახებს ყველაზე დიდი დანაზოგები აქვთ:

რეიტინგიქვეყანადანაზოგის წილი მთლიან შემოსავლებში
1შვეიცარია19.3%
2შვედეთი13.3%
3ნიდერლანდები12.7%
4საფრანგეთი11.2%
5გერმანია11.1%
6სამხრეთი კორეა10.8%
7კანადა5.8%
8ბელგია5.8%
9ესპანეთი2.9%
10დიდი ბრიტანეთი2.0%