2014 წელს მსოფლიოში 1 133 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც 46 მილიონი კაცით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე. გასულ წელს ყველაზე მეტი, 83.7 მილიონი ტურისტი ჩავიდა საფრანგეთში, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 74.8 მილიონით, ხოლო მესამეზე ესპანეთია 75 მილიონი ტურისტით. აქვე აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების ტემპით გამოირჩევიან აშშ, ესპანეთი და მექსიკა.
ცხრილი – მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანა ტურისტების რაოდენობით 2014 წელს
| ქვეყანა | ტურისტები (მილიონებში) |
1 | საფრანგეთი | 83.7 |
2 | აშშ | 74.8 |
3 | ესპანეთი | 65.0 |
4 | ჩინეთი | 55.6 |
5 | იტალია | 48.6 |
6 | თურქეთი | 39.8 |
7 | გერმანია | 33.0 |
8 | გაერთიანებული სამეფო | 32.6 |
9 | რუსეთი | 29.8 |
10 | მექსიკა | 29.1 |
დატოვე კომენტარი