მსოფლიოში ყველაზე სწრაფად პერუში მუშაობენ, სადაც კონკრეტული დავალების 64%-ის შესრულებას ერთ კვირას ანდომებენ, მის დასრულებას კი 10,2 დღეს. ყველაზე ნელა არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში მუშაობენ, სადაც დავალების სრულად შესრულებას 23,8 დღე სჭირდება.
Priceonomics-ის კვლევის მიხედვით, კონკრეტული დავალების შესასრულებად საჭირო დღეების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგია:
აღსანიშნავია, რომ გერმანიასა და დანიაში სამუშაო საათები ყველაზე მოკლეა, რაც შესაძლოა ასევე ახდენს გავლენას, რეიტინგში მათ პოზიციაზე.
რაც შეეხება 1 კვირაში შესრულებული სამუშაოს მოცულობას, ამ შემთხვევაშიც მსოფლიოში პირველ ადგილზე პერუა, სადაც 1 კვირაში სრული სამუშაოს 64% სრულდება. მას მოსდევს ინდონეზია და ჩინე – 57% და 56%-ით.
ერთ კვირაში ყველაზე ნაკლებ სამუშაოს არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში ასრულებენ და ის 33%-ს შეადგენს. მას მოსდევს დანია და ბრაზილია – 42% და 41%-ით.
დატოვე კომენტარი